Страницы

среда, 6 августа 2014 г.

გაეროს უშიშროების სხდომა რუსეთის საჯარო ლანძღვით დამთავრდა

გუშინ გვიან ღამით რუსეთის მოთხოვნით გაიამრთა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო რუსეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დონეცკსა და ლუგანსგში შექმნილ ჰუმანიტარული კრიზისთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ ინიცირებულ რეზილუციაში
რუსეთი გამოდიოდა ინიციატივით წითელი ჯვრის ეგიდით, აღნიშულ რეგიონებში შესულიყო რუსული მისია.
გარდა იმისა რომ არცერთმა წევრმა, ხმა არ მისცა რუსეთის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას, საბჭოს სხდომა რუსეთის საჯარო ლანძღვაში გადაიზარდა. აშშ-ს წარმომადგენელმა გაეროში სამანტა პაუერმა განაცხადა რომ - "რუსეთს შეეძლო დაემთავრებინა ეს კრიზისი ძალიან მარტივად, საკმარისი იყო მხოლოდ იარაღის მიწოდების შეწყვეტა, აღნიშნულ რეგიონებში მოქმედი შეიარაღებული ბანდებისთვის". იგივე განაცხადა ბრიტანეთის წარმომადგენელმა, მარკ ლაილ გრანტმა, მისი თქმით : - "პარადოქსია, რომ რუსეთმა მოითხოვა ჰუმანიტარული კრიზის განხილვა, რომელიც თავად შექმნა. ჰუმანიტარული კრიზისი ამ რეგიონებში შექმნილია რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ. იმ ქალქებსა და დასახლებულ პუნქტებში რომელიც უკრაინულმა შეირაღებულმა ძალებმა გაანთავისუფლეს მოსახლეობა ბრუნდება". 
 ერთადერთი თავშეკავებული პოზიცია ჰქონდა ჩინეთის წარმომადგენელს, რომელმაც მოუწოდა მხარეებს თავშეკავებულობისა და კომპრომისის ძიებისაკენ. თუმცა ხმა რუსეთის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის სასარგებლოდ მაინც არ მისცა. ავსტრალიის წარმომადგენელმა ასევე დაუმატა რომ პრორუსი სეპარატისტები არ აძლევენ გამომძიებლებს, ბოინგის კატასტროფის ადგილას მისვლის საშუალებას. საბოლოო ჯამში ყველამ ერთხმად მოითხოვა რუსეთისგან სეპარატისტების განიარაღება, იმისათვის რომ აღნიშული კრიზისი დასრულდეს.
 საინტერესოა ის რომ უშიშროების საბჭოს ამ სდომაზე არაერთხელ გაჟღერდა, უკრაინაში მიმიდინარე მოვლენების კონტექსტში და რუსეთის წინააღმდეგ, ტერმინი - "გამოუცხადებელი ომი"! რაც წესით რუსეთისთვის უნდა იყოს სიგნალი რომ მისი პროპაგანდისტული მცდელობები ამაოა და ყველასთვის კარგად არის ცნობილი მისი დანაშაულებრივი ქმედებები. 
 რუსული მედია აღნიშული საბჭოს სხდომას არ გმოხმაურებია ისე როგორც ეს სხვა შემთხვევევბში ხდება ხოლმე და რამდენიმე სააგენტომ მშრალი ინფორმაცია გაავრცელა რომ საბჭოს არცერთმა წევრმა სახელმწიფომ რუსეთის სამშვიდობო და ჰუმანიტარულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. რა თქმა უნდა ამას მოჰყვა რუსი ობივატელების მხრიდან ამერიკელებისა და "ფაშისტი" უკრაინელების ძაგება და კიდევ ერთი არგუმენტი მიიმატეს იმ მტკიცებულების სასრგებლოდ რომ დასავლეთს არ უნდა მშვიდობა უკრაინაში!  

Комментариев нет:

Отправить комментарий