Страницы

среда, 6 августа 2014 г.

აშშ-ს ევროპაში უახლესი ტანკები და ჯავშანტექნიკა შეჰყავს

კვირის ბოლოს ნორვეგიის ნამდალსაიდის კომუნის ერთერთ საზღვაო პორტში, აშშ-ს სატრანსპორტო ხომალდი MV PFC Dewayne T.Williams-ი შევა, რომელსაც ნორვეგიაში დისლოცირებულ NATO-ს ბაზაზე, უახლესი შეიარაღება ჩააქვს. ნორვეგიის მე-12 სამხერო ოლქის მეთაურის, პოლკოვნიკ ებბე დეროსის
განცხადებით, ახალი ჯავშანტექნიკა აღჭურვილია ავღანეთისა და ერაყის ომების გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი ჯავშანით და გაცილებით უკეთესია ვიდრე მოცემულ მომენტში ბაზაზე მყოფი ტექნიკა. 

 გავრცელებული ინფორმაციით ხომალდზე რომელიც აშშ-დან ნორვეგიისკენ მიემგზავრება,  განთავსებულია ტანკები A1M1-Abrams, ჯავშანტრანსპორტიორი LAV-25 და სადესანტო მუხლუხებიანი მანქანა-ამფიბია AAV-7.  სულ ჯამში გავცრელებული ინფორაციით მოხდება 350 ერთეული ტექნიკის გამოცვლა. 
 ნორვეგიის საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარი სტოლ ულრიქსენის განცხადებით, NATO-ს ბაზის ასეთი მაშტაბის გადაიარაღება, ცხადყოფს ალიანსისი ხელმძღვანელობის პესიმიზმს, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.  ოფიციალური ინფორმაციით აღნიშული ტექნიკის როტაცია დიდი ხნის წინ დაიგეგმა მაგრამ როგორიც არ უნდა უყოს ოფიციალური მოტივები, მისი აღქმა მაინც უკრიანის კრიზისის კონტექსტში ხდება. ამაზე მოწმობს ნორვეგიელი დეპუტატებისა თუ ექსპერტების შეფასებები. რომელბიც ასევე უკრაინის კრიზისს უკავშირებენ ტექნიკის როტაციას. 
 ამ კონტექსტში საინტერესოა რომ ევროპელი ლიდერები და მათ შორის NATO-ს გენერალური მდივანი რასმუსენიც აკეთებენ შემაშფოთებელ განცხადებებს რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით, მათი განცხადებით რუსეთის მრავალათასიანი შენაერთის კონცენტრირება უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, შეშფოთებას იწვევს რადგან შესაძლოა რუსეთი შეიჭრას უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდო მისიის მოტივით და ამით შექმნას კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელასც საკუთარი ინტერესების ზონად განიხილავს და ამ ტერიტორიაზე პრივილეგირებულ მდგომარეობას ითხოვს.  

Комментариев нет:

Отправить комментарий