Страницы

четверг, 14 августа 2014 г.

ამ ერის დამარცხება შეუძლებელია! (ვიდეო/video)

უკრაინაში მიმიდნარე მოვლენები, ჯერ კიდევ მეიდნიდან დაწყებული საინტერესოა არ ამხოლოდ იმ პოლიტიკური კონტექსტით რომლითაც ინტერესდება მედია, არამედ იმითიც თუ რა როლს ასრულებენ რიგითი მოქალქეები ამ მოვლენებში. მეიდანის მოვლენებიდან დაწყებული, თვალს ვადევნებდი ცალკეული მოხალისეების მოქმედებას და მათ მიერ გაწეულ სამსახურსს მათთვის, ვინც უშუალოდ წინა ხაზზე იბრძოდა და იბრძვის.
საინტერესო იყო ის რომ მიუხედავად რთული და აქტიური დაპირსპირებისა, მათ რიგებში საკმაოდ ხანდაზმული ადამიანებიც მრავლად იყვნენ. ასე იყო მეიდანის შემთხვევაში და ასეა პრორუს ტერორისტებთან გამართული, სასტიკი ომის პირობებშიც. საკუთარი ქვეყნის დაცვა ყოველ მათგანს პირად ვალდებულებად აქვს გაცნობიერებული და ამ ვალდებულების აღსრულებაში ისინი ვერავითარ ხელშემშლელ გარემოებებს ვერ ხედავენ. მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო პრაქტიკულად არ არსებობდა და ყველა მისი ინსტიტუტი მოშლილი იყო, სწორედ ასეთი მოხალისეებისა და მაღალი მოაქლაქეობრივი თვითშეგნების მქონე ადამიანების დამსახურებაა ის რომ რუსეთმა, თავისი აგრესიუზლი ზრახვები უკრაინასთან მიმართებაში ჯერ კიდევ ვერ მოიყვანა სისრულეში.
რიგითმა მოქალაქეებმა პირველივე დღეებიდან დაიწყეს საჭირო ნივთებისა და აღჭურვილობის შეძენა-შეგროვება იმათთვის, ვინც წინა ხაზზე გავიდა. არმია, რომელიც უკრაინას წესით მრავალრიცხოვანი უნდა ჰყოლოდა, პრაქტიკულად უზრუნველყოფის გარეშე იყო დარჩნილი. სწორედ რიგითი მოქალაქეების დამსახურებითა და მხარდაჭერით, მათ შესძლეს მწყობრში ჩადგომა და მტრისთვის, რომელსაც საკმაოდ ძლიერი მხარდამჭერი ჰყავს, წინააღმდეგობის გაწევა. დონბასზე დაწყებული კონფლიქტის პირველივე დღიდან, მოხალისეთა მოქმედება აღფრთოვანებას იმსახურებდა და იმსახურებს დღესაც. საოცარია ის თვითორგანიზების უნარი რომელიც უკრიანელმა ერმა გამოავლინა... პირდაპირ უნდა ვთქვა - მშურს ამ ერის, მშურს ძლაიან ბევრ ასპექტში!
რამდენი ფაქტი იყო როდესაც ბიზნესმენებმა მილიონები გადარიცხეს აღჭურვილობის შესაძენად. სპორტსმენებმა ოქროს მედლები გაყიდეს ჯარის დასახმარებლად. ყირიმის ანექსიის შემდეგ, როდესაც იყო საშიშროება საოკუპაციო ჯარის დანარჩენი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ საკუთარი რისკისა და სიცოცხლის ფასად, უკრაინელი მილიონერები კერძო თვითმფრინავებით პატრულირებდნენ და ეხმარებოდნენ სამხედროებს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაში.
დღემდე გრძელდება მოხალისეთა ორგანიზაციების აქტივობა, მთელი უკრაინის ტერიტორიაზე და ჯარისთვის დამხარების შეგროვება. თითქმის ყოველ სუპერმარკეტთან დგანან ეს მოხალისეები და ყოველგავრი ზედმეტი თხოვნისა და აქციების გარეშე, უბრალოდ აგროვებენ სურსათსა და სხვა პირველადი მოხმარების ნივთებს, რომლებსაც რიგითი მოქლაქეები ყიდულობენ ამავე სუპიერმარკეტებში. თავისით არავინ არ აძალებს, უბრალოდ ერთ პურს თავისთვის რომ იყიდის, ერთს ჯარისკაცებს უყიდის და მოხალისეთა ურიკაში დებს.
რუსების მიერ დაქირავებული ტერორისტების ბრბო, ამ ერს ვერ დამარცხებს და ვერც მისი რეგულარული არმია გახდება რამეს. წესით ეს ყოველივე კარგი მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვისაც....
ქვემოთ მოცემული სიუჟეტიც ერთერთი კარგი მაგალითია იმისთვის თუ რა მუხტით იბრძვის უკრიანული არმია, პრორუსი ტერორისტების წინააღდმეგ:

Комментариев нет:

Отправить комментарий