ვრცელდება ინფორმაცია რომ აშშ დამატებით 600 ჯარისკაცს აგზავნის ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში. ცოცხალ ძალასთან ერთად დამატებით შეჰყავს ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. გავცრელებული ინფორმაციით დამატებითი ძალის შეყვანა მიმდინარე წლის შემოგომაზე მოხდება. აღნშნულის შესახებ
ინფორმაციას რუსული და ესტონური სააგენტოები ავრცელებენ.
ესტონეთის თავდაცვის სამინიტროს პრესსამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის დამატების შესახებ, არ დაუკონკრეტებიათ მხოლოდ პერიოდი, თუ რა დროით შეჰყავთ აღნიშული სამხედრო კონტიგენტი, ზემოთ აღნიშულ ქვეყნებში. ცნობილია ასევე რომ ევროპაში გაიგზავნება აშშ-ს სამხედრო ძალების 1 ბრიგადის #1 კავალერისტთა დივიზიონი.
ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ზემოთაღნიშნული ქვეყნების მხრიდან გახშირებული განცხადებები რუსული საფრთხის შესახებ და ასევე რუსეთის აგრესიული პოლიტიკია უკრაინის მიმართ.
ბოლო დღეების განმავლობაში, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლეთა მხრიდან კეთდებოდა განცხადებები რუსული საფრთხის მატების შესახებ და ამის დასტურად მოჰყავდათ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ТУ-134 -ის ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის ფაქტი. ზოგადად ბალტიისპირეთის მედიაში გახშირადა შეტყობინებები რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენებისა და სადაზვერვო თვითმფრინავების ფრენის შესახებ. ასევე ბალტიის ქვეყნების შეშფოთებას იწვევს რუსული არმიის ის სწავლებები, რომელიც ბალტიის ზღვაში, კალინინგრადის ოლქის სანაპიროებთან მიმდინარეობს.
დასავლეთის პრესაში ყოველდღე იწერება პოლიტიკური თუ სამხედრო ექსპერტების მოსაზრებები რომელსაც ერთი საერთო ხაზი აქვთ - დასავლეთსა (იგულისხმება NATO) და რუსეთს შორის, ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება. იგივე რიტორიკაა რუსეთის მხრიდან და რუსული მედია გადავსებულია პროპაგანდისტული შეტყობინებებით, მდგომრეობის კიდევ უფრო გაუარესების და დასავლეთის უმწეობის თაობაზე.
რუსული სამხედრო მანქანა მოქმედებაშია მოსული და ყველა მიმართულებით სწავლებებს ატარებს, რომელიც ძირითადად მოულოდნელი განგაშის პრინციპს ემყარება. სწორედ სამხედრო სწავლებების სცენარებში ეს ფაქტორი იწვევს დასვლელი სამხედრო ექპერტების შეშფოთებას და აღნიშნავენ რომ პუტინის გეგმა, მოულოდნელობაზეა დაფუძნებული, ამიტომ ისინი მოუწოდებენ ალიანსის წევრ ქვეყნებს რომ მზად უნდა იყვნენ ყველაფრისთვის, განსაკუთრებით მოულოდნელი გამწვავებისათვის. დასავლეთ ევროპაში სამხედრო კონტიგენტის ზრდაზე რამდენიმე კვირის წინ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრიც საუბრობდა და აცხადებდა რომ რეაგირების ახალი მექანიზმია შესამუშავებელი. შესაბამისი შინაარსის წერილით მან NATO-ს წევრ ქვეყნებსა და ალიანსისი გენერალურ მდივანს მიამრთა.
ასევე ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის მედიაში მომრავლდა პოლიტიკოსთა მოწოდებები ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი, რომლებში ძირითადად რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნებს ეძღვნება და განიხილავენ სექტემბერში დანიშნული ალიანსის სამიტამდე დარჩნილი დროის ფაქტორს - ხომ არ იქნება დაგვიანებული სექტემბერში მიღებული გადაწყვეტილებები?!
Комментариев нет:
Отправить комментарий