Страницы

пятница, 15 августа 2014 г.

აშშ-ს ყოფილი ელჩი NATO-ში: რუსეთს მხოლოდ სამხედრო ძალა გააჩერებს! - რუსეთი უკრაინაში შეიჭრა!

აშშ-ს ყოფილი ელჩი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში კურტ ვოლკერი, ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს რომ რუსეთს მხოლოდ სამხედრო ძალა შეაჩერებს. ვოლკერი იხსენებს საქართველო - რუსეთის ომს და აცხადებს რომ რუსებმა, საქართველოსთან ომში,
დიპლომატიის გამოყენება ისწავლეს და ამიტომ უკრაინის ოკუპაციას ფრთხილად ახდენენ. იმისათვის რომ რუსეთი გაჩერდეს აშშ-მ და ევროპამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ უკრაინასთან და მეტი დახმარება გაუწიო მას. ამერიკაც და ევროპაც რუსეთის მხრიდან ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ. პუტინის "ჰუმანიტარული კოლონის" იდეაც საკმაოდ კარგად გათვლილი სვლაა. უკრაინელებმა ან უნდა შეუშვან კოლონა ან არა, ორივე ვარიანტი რუსეთს აწყობს. შეშვების შემთხვევაში ის ხაზს გაუსვამს რომ ამ ტერიტორიებზე მას წვდომა აქვს და ამავე დროს იქ შეიტანს კონტრაბანდულ შეიარაღებას და რა თქმა უნდა ცოცხალ ძალასაც. ხოლო უარი მისცემს საბაბს ძალა გამოიყენოს.
 დიპლომატის ამ განცხადების გაჟღერებიდან, პრაქტიკულად რამდენიმე წუთში გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვა უკრაინის მთავრობისადმი რომ შეწყვიტოს ცეცხლი, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში, რათა მიეცეს ჰუმანიტარულ კოლონას გადაადგილების საშუალება. ძალიან მალე ამ ყველაფერს მოჰყვა ის რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორმა დასვლურმა გამოცემამ "The guardian"-მა და "The telegraph"-მა გაავრცელეს, რუსული ჯავშანტექნიკისაგან შემდგარი კოლონის, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მათი კორესპონდენტების თვალწინ მოხდა. კორესპონდენტების განცხადებით კოლონა რომელიც ლუგანსკის ოლქში შეიჭრა საბაჟო გამშვებ პუნქტ "იზვარინოსთან", გარკვეული პერიოდი სწრედ ჰუმანიტარულ კოლონასთან ერთად მოძრაობდა. სატვირთო ავტომობილებმა გამშვები პუნქტიდან ცოტა მოშორებით გაარღვიეს გამყოფი ღობე და უკრიანის ტერიტორიის სიღმეში მიიმალნენ. კორესპონდენტების განცადებით რუსული კოლონა განსაკუთრებიც არ იმალებოდა რადგან საზღვარის გარღვევა მანქნებსა და ჯავშანტრანსპორტიორებზე ანთებული ფარებით ხდებოდა. მათივე მტკიცებით 50 ერთეული ტექნიკიდან ნაწილი საზღვართან დარჩა, ხოლო დანარჩენი დაახლოებით 28 ერთეული ჯავშანტექნიკა, უკრიანის ტერიტორიის სიღმისაკენ გაემართა. 
ამ შემთხვევაში უბრალოდ დამთხვევები აღარ არსებობს და უნდა გავითვალისწინოთ რომ დღეს უკრაინულმა ანტიტერორისტულმა ძალებმა, ლუგანსკის პრაქტიკულად ალყაში მოქცევა შესძლეს. პრორუსი ტერირისტები მოწყვიტეს რუსეთის საზღვარსაც და დონეცკის ოლქში განთავსებულ ძალებსაც, რამაც რუსეთის შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე დააჩქარა. 
დასავლური პრესა აღნიშულს უწოდებს რუსეთის მხრიდან ინტერვენციას და ის შეფასებები თუ არგუმენტები რომელიც მოსკოვიდან კეთდებოდა, ყოველგავრ შინაარსს კარგავს. ფაქტია - რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა!

Комментариев нет:

Отправить комментарий