დილიდან რამდენიმე წყარომ ერთდროულად გაავრცელა ინფორმაცია ურკაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის ნაწილის შეჭრის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციებით რუსული კოლონა მოძრაობს მარიუპოლის
მიმართულებით. შეტაკებები უკრაინულ და რუსული არმიის ნაწილების შორის უკვე მიმდინარეობს. რუსულ კოლონას გზას ბატალიონები "დნეპრი-1", "დონბასი" და სასაზღვრო ძალები უჭრიან. სასაზღვრო ძალებმა რომლებიც ნოვოაზოვსკთან იყვნენ განლაგებულები, წუხელ რუსული არმიის შემოტევის გამო უკან დაიხიეს. თუმაცა არსებობს საფრთხე რომ კოლონამ დაცვის ხაზი გაარღვიოს და შეტევა მარიუპოლზე მიიტანოს. სამხედროები მარიუპოლის მოსახლეობას მოუწოდებენ ვისაც შესწევს უნარი დაიცვას ქალაქი, სასწრაფოდ მოვიდნენ სამხედრო გაწვევის პუნქტებში და ჩაეწერონ ტერიტორიული დაცვის ბატალიონში.
გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის ტერიტორიიდან ასევე მუშაობს არტილერია და ბომბავს მესაზღვრეთა პოზიციებს, რომელიც უკან დახევამდე ეკავათ. ბატალიონ აზოვის მეთაურის იგორ მოსეჩუკის ინფორმაციით რუსული სამხედრო კოლონა ასევე მიემართება დასახლებულ პუნქტ ტელმანოვოსკენ. უკვე არსებობს ინფორმაცია რომ რუსული ტექნიკდან 4 ტანკის განადგურება შესძლეს უკრაინელმა სამხედროებმა.
მარიუპოლის მიმართულებით ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაა რადგან იქ ძირითადად განთავსებულნი არიან ქვეითები და მათივე განცხადებით დიდი ხანი ბრონირებული კოლონების შემოტევას ვერ გაუძლებენ.
წუხელ გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია რომ ლუგანსკის მიმართულებით რუსულმა სამხედრო კოლონამ, უკრაინის ძალების ზურგში გარღვევეა შესძლო. ასევე გააქტიურებულები არიან ტეორირსტული ძალები რომლებიც ყველა მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ. მათი საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან რომ უკვე დაიკავეს სამი დასახლებული პუნქტი ლუგანსკის მახლობლად.
ხვალ 26 აგვისტოს მინსკში დანიშნული პოროშენკოსა და პუტინის შეხვედრის წინ, როგორც ჩანს რუსებმა გადაწყვიტეს მოლაპრაკებების წინ დაკავებული ტერიტორიები გაზარდონ და მოამზადონ სიტუაცია სამშვიდო მისიის დასაწყებად. ამას მოწმობს პუბლიკაციები რუსულ პრესაში. ბოლო ერთი კვირის განავლობაში მომრავლდა ასეთი სახის ინფორმაცია:
უნდა ითქვას რომ პრორუსი ძალებისა და რუსული არმიის ასეთი გააქტიურება ასევე კავშირში შეიძლება იყოს მერკელის განცხადებებთან, რომელიც კიევში ვიზიტის შემდეგ, გერმანიაში დაბრუნების შემდეგ გააკეთა.
მინსკის შეხვედრის შესახებ გაკეთებულ პროგნოზებში ევროპელი, ამერიკელი და რუსი ექსპერტები პრაქტიკულად ერთ აზრზე არიან და ამ შეხვედრისგან რაიმე ხელშესახებ შედეგს არ მოელიან. სიტუაცია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში იმდენად რთულია რომ ძნელი იქნება რაიმე შედეგის მიღწევა. იმისათვის რომ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, რომელიმე მხარემ უნდა დასთმოს თავისი პოზიციები, მიმდინარე პროცესები კი საპირსპიროს მეტყველებს. ვერცერთი მხარე ვერ შესძლებს მოცემულ სიტუაციაში პოზიციების დათმობას. პუტინის უკან დახევა ამ ეტაპზე წარმოაუდგენლად მიაჩნია ყველას. პოროშენკოს კი ესმის რომ რუსეთის სამშვიდობოების შეყვანაზე დათანხმება ნიშნავს, აფხაზეთის სცენარის განმეორებას და სეპარატისტულ ძალებთან, გაყინულ მრავალწლიან კონფლიქტს!
დღეს დილით ლავროვმა განაცხადა რომ კიდევ ერთ ჰუმანიტარულ კოლონას აგზავნიან რუსეთიდან და ამის შესახებ შეატყობინეს კიევს:


Комментариев нет:
Отправить комментарий