Страницы

суббота, 16 августа 2014 г.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-ს სამხედრო აქტივობით ევროპაში შეშფოთებულია! (ფოტო/photo)

15 აგვისტოს საღამოს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთისა და აშშ-ს თავდაცვის მინისტრებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ. სადაც რუსული სააგენტოები
იტყობინებიან რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ შეშფოშებას გამოთქვავს, აშშ-სა და NATO-ს გაზრდილი სამხედრო
აქტივობის გამო ევროპაში. გავრცელებული ინფორმაციით შოიგუ შეშფოთებულია პოლონეთისა და რუმენითს ცაში გახშირებული რადიოლოკაციური სადგურებით აღჭურვილი სახმედრო სადაზვერვო თვითმფრინავების გახშირებული ფრენებით. ასევე ბალტიის პირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის გაძლიერებული პატრულირებით. მან ალიანისისა და აშშ-ს სამხედრო აქტივობას ევროპაში უპერეცენდენტო უწოდა. რუსეთის თავდაცვის უწყების შეშფოთებას ასევე ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვაში, ხომალდების გაზრდილი რაოდენობა აშფოთებს, რომელიც აღჭურვილია ანტისარაკეტო ადრეული აღმოჩენის სისტემებით. რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ასევე შეაშფოთა, NATO-ს ევროპის კონტინენტზე დისლოცირებული ცოცხალი ძალის და სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობის ზრდამ, ასევე მათი წვრთნების ინტენსივობის გაზრდამ.
სააგენტოების ინფორმაციით ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ ოპერატიულ კავშირების გაგრძელებაზე. დიალოგი მინისტრებს შორის საქმიანი და კონსტრუქციული იყო, აღნიშნავენ სააგენტოები. 
რადმენიემ საათის წინ, სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ორი კვირის წინ დაანონსებული, ნორვეგიის პორტში აშშ-ს სამხედრო ძალების ხომალდის MV PFC Dewayne T.Williams-ის გადმოტვირთვის ამსახველი ფოტოები. რუსულმა მხარემ ასევე პროტესტი გამოთქვა უნგრეთის მიმართ, რომელმაც რუსეთის ინფორმაციით, უკრაინას ტანკები მიჰყიდა საკუთარი სტრატეგიული რეზერვიდან. 
უნგრეთის მიერ ტანკების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია, უნგრულ მედიაში სამი დღის წინ გამოჩნდა და სარკინიგზო ეშელონის, რომლითაც ხდებოდა უკრაინისათვის განკუთვნილი ტანკების ტრანსპორტირება, ამსახველი ფოტო მასალაც გავრცელდა.
ბოლო დღეების ჰუმანიტარული კოლონის ეპოპეამ, ევროპასა  და აშშ-ი გაამძაფრა  რუსეთისგან მომდინარე საფრთხის შეგრძნება და ამას დაემატა პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ რუსულ საფრთხეზე განცხადებები, რომელიც საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის. 
აღსანიშნავია რომ რუსეთის დიპლომატიური განცხადებების მიმართ ნდობა დაკარგულია და მათ მიერ გაცემული გარანტიები, აღარავისთვის არის სარწმუნო. ამიტომაც დასავლელმა ლიდერებმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს რუსული აგრესიის შესაჩერებლად და გუშინ გავრცელებული აშშ-ს ყოფილი ელჩის NATO-ში კურტ ვოლკერის განცხადებაც ამაზე მეტყველებს. ვოლკერის განცხადებით რუსეთის შეჩერება მხოლოდ სამხედრო ძალით არის შესაძლებელი!

ნორვეგიის პორტში აშშ-ს სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გადმოტვირთვა



უნგრეთის მიერ უკრიანისათვის მიყიდული ტანკები




Комментариев нет:

Отправить комментарий