უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში, უკრიანული არმიის ახალი საბრძოლო შენაერთების გადასროლის შესახებ. გავცელებული ინფორმაციით დამატებითი ძალებისთვის ჯავშანტექნიკა
გამოყოფილი იქნა რეზერვებიდან, რომელიც საინჟინრო ტექნიკურმა ბრიგადამ მწყობრში მოიყვანა და ეკიპაჟებიც მოამზადა. ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ზუსტი რაოდენობა არ კონკრეტდება. ცნობილია მხოლოდ ის რომ ახალი საბრძოლო შენაერთი დაკომპლექტებულია კონტრაქტორებითა და გაწვევის შედეგად მობილიზებული მებრძოლებით.
გუშინ ღამით გავრცელდა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის სამსახურის განცხადება, ანტიტერორისტული ძალების გადამწყვეტ შეტევაზე გადასვლის შესახებ. ასევე გუშინ ღამით გავრცელდა ინფორმაცია ქალაქ ლუგანსკში უკრაინული არმიის ნაწილების შესვლის შესახებ. მთელი ღამი განმავლობაში სხვადასხვა წყაროები ავრცელებდნენ ინფორმაციას, ქალქის ქუჩებში გამართული შეტაკებების შესახებ. ერთერთი მოებრძოლი, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერდა რომ მთელი ქლაქი (იგულისხმება ლუგანსკი) ერთ დიდი საფორტიფიკაციო ნაგებობად არის ქცეული. ასევე იტყობინებოდნენ რომ შეტაკებებში მონაწილე ტერორისტები არ იყვნენ ჩვეულებრივი მოხალისეები, ბრძოლის წარმოების მიხედვით კარგად გაწვრთნილი საბრძოლო შენაერთებთან უწევდათ უკრიანელებს შეტაკებები. გავრცელებული ინფორმაციით შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.
თავის მხრივ ტერორისტები ავრცელებელ ინფორმაციას რომ მათ რუსეთიდან დიდძალი დამხარება მიიღეს და ამისათვის მადლობას უხდიან რუსეთის ხელმძვანელობას. პარალელურად კი წუხელ გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი რუსული ჯავშაანტექნიკისაგან შემდგარი კოლონის, უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ.
როგორც ჩანს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა, რუსეთის მხრიდან დემონსტრაციულად სამხედრო დახმარების შესვლის შემდეგ. საერთოდ უკრიანულ საზოგადოებაში ხშირად მუსირებდა მოსაზრება რომ თუ კი უკრაინული არმია წარმატებას მიაღწევდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, რუსეთის შეჭრა მით უფრო რეალური გახდებოდა. უკრაინული არმიის დამატებითი ძალების გაგზავნის ფაქტი, შესაძლოა ამანაც განაპირობა და იქ რუსული ინტერვენციისათვის ემზადებიან.
ჯერჯერობით უკრაინული არმია წარმატებით მიიწევს წინ და იკავებს დასახლებულ პუნქტებს. თუმცა მანამ, სანამ არ მოხდება რუსეთ-უკრაინის საზღვრის სრულად გაკონტროლება, საბოლო წარმატებაზე ლაპრაკი ზედმეტია. ამ დროისთვის რუსეთ-უკრაინის საზღვრის 100 კილომეტრიანი მონაკვეთი მხოლოდ რუსების მიერ კონტროლდება და ამ მონაკვეთზე უკრაინულ მხარეს წვდომა არ აქვს. ასეთი დიდი გარღვევა საზღვარზე კი გამოყენებულია ტერორისტების მომარაგებისათვის და ამიტომ საბოლოო წარმატების მიღწევაც ჭიანურდება.


.jpg)
.jpg)
.jpg)

Комментариев нет:
Отправить комментарий