ესტონური გამოცემის postimees-ის კორესოპდენტი გხდა თვითმხილველი დღისით-მზისით რუსული არმიის კოლონის მიერ, უკრაინის საზღვრის გადაკვეთის და შესაბამისი ფოტომასალა გამოაქვეყნა გამოცემამ. კონკრეტულად რომელ საბაჟო გადასასვლელთან არის ფოტოები
გადაღებული ჟურნალისტი არ იტყობინება, თუმცა ფოტოებში კარგად ჩასნ რომ კოლონა საბაჟო პუნქტისკენ მოძრაობს. ასევე გავრცელდა კადრები რომელიც უკრაინული მედიის მტკიცებით, საზღვრიდან 20 კილომეტრშია გდაღებული, დასახლებულ პუნქტ კამენსკ-შახტინსკისთან რუსეთის ტერიტორიაზე. ფოტოებზე ორი, რაკეტების გადასატანი კონტეინტრებით დატვირთული სამხედრო ავტომობილია გამოსახული რომელთაც რუსული სანიმრე ნიშნები აქვთ, ინდექსით 50. ასეთი ინდექსი მეტყველებს იმაზე რომ ავტომობილები, მოსკოვიდან არიან რომელიც რუსული არმიის რეფორმის შემდეგს, დასავლეთ სამხედრო ოლქის შემადგენლობაშ შევიდა. დღეს უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის სამსახურმა ასევე განაცხადა რომ დაფიქსირებულია რუსეთის ტერიტორიიდან ორი "გრადის" საარტილერიო სისტემის შესვლა ქვეყნის ტერიტორიაზე.
მოკლედ ყველაფერი ნათელი და ცხადი გახდა. რუსეთი აღარც მალავს რომ სამხედრო ძალით ეხმარება უკრიანსი აღმოსავლეთ რეგიონებში მოქმედ ტერორისტებს და აღარც უცხოელ ჟურნალისტებს ერიდება. ყველაფერი გააკეთა კრემლმა იმისთვის რომ საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინოს და აქტიურად არის გადასული შეტევაზე.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ რუსეთი ცდილობს რაც შეიძლება აგრესიული გამოჩნდეს დასავლეთის კვლავ დიპლომატიური განცხადებების ფონზე. ჩქარობს რაც შეიძლება მეტი ტერიტორია მოაქციოს საკუთარი გავლენის ქვეშ და შემდეგ დაიწყოს ვაჭრობა. სავარაუდოდ ასეთი აგრესული და აქტიური ქმედებები დაკავშრებულია, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობისთვის იმის საჩვენებლად რომ დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთი მოკავშირეთა დასახმარებლად კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯებს დგავს. ასეთი პროპაგანდისტული იმპულსები უკვე შეინიშნება რუსულ მედიასა და ფორუმებზე. ასეთი დამოკიდებულება საქართველოშიც აქტიურად ტრანსლირებს და ძალიან ბევრი ადამიანია რომელიც მსგავის ფორმულირების არგუმენტებს იყენებს ანტიდასავლური პროპაგანდისთვის:
რუსული არმიის კოლონა უკრაინის საზღვართან
ბუკის რაკეტების ტრანსპორტირება უკრიანის საზღვრიდან 20კმ-ში








Комментариев нет:
Отправить комментарий