Страницы

воскресенье, 17 августа 2014 г.

მოსკოვის ერთერთ მეჩეთში სალოცავად მისული ასი მუსულმანი დააკავეს!

15 აგვისტოს მოსკოვში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც მოსკოვის ერთერთ მეჩეთში სალოცავად მისული 100 მუსულმანი დააპატიმრეს და მოსკოვის სამ სხვადსხვა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებულები 6 საათის განმავლობაში ჰყავდათ განყოფილებებში და ყოველი მათგანისაგან თითის ანაბეჭდებისა და საპასპორტო მონაცემების ჩაწერის შემდეგ გაანთავისუფლეს. დაკავებისა ან რაიმე დარღვევის შესახებ ინფორმაცია რუს სამსართალდამცავებს არ გაუვრცელებიათ.
 როგორც თვითმხილველები ყვებიან დაკავება ხდებოდა, სამართალდამცავთა მხრიდან შეურაწმყოფელი ქმედებებით და თუ კი ვინმემ სცადა ხმის ამოღება ან დოკუმენტების ჩვენება, ყველა სცემს. ასევე ჰყვებიან რომ სამართალდამცავებთან მივიდა ხნიერი მამაკაცი, რომელიც მეჩეთის სიახლოვეს ცხოვრობს და სამართალდამცავებს უთხრა რომ მათ შეცდომით ჰყავდათ დაკავებული, მისი ორი ვაჟშვილი, ერთერთი 12 წლის. რის გამოც აღნიშნული მამაკაცს სამართალდამცავებმა ჯერ შეურაწყოფა მიყენეს და შემდეგ დანარჩენი დაკავბულების მსგავსად ისიც სახით ასფალტზე დააგდეს. 
არავინ იცის თუ რას ისახავდა მიზნად ასეთი მაშტაბური დაკავება და ვისი ბრძანებით განხორციელდა. რუსი სამართალდამცავების ასეთმა ქმედებამ რუსეთში მცხოვრები მუსლმანების აღშფოთება გამოიწვია და მოითხოვეს გაირკვეს თუ ვისი ბრძანებით მოქმედებდნენ სამართალდამცავები.
მუსულმანები აღნიშნავენ რომ სამართალდამცავთა მხრიდან ასეთი შეურაწმყოფელი ქმედება პირველი არ არის და ნელნელა სისტემატიურ ხასიათს იძენს. ასევე რუსეთის ხელისუფლებას მიანიშნებენ მათ მიერ წარმოებულ კამპანიაზე ეთნიკურ ჯგუფებს შორის შუღლისა და სეპარატიზმის წინააღმდეგ და აღნიშნავენ რომ ასეთი ქმედებებით თავად სამართალდამცავები უწყობენ ხელს ასეთი კონფლიქტების გაჩენას. 

Комментариев нет:

Отправить комментарий