Страницы

суббота, 16 августа 2014 г.

ამას დახვრეტა, იმას ჩამოხრჩობა, მაგრამ თქვენ რა?!

ტაში ამხნაგებო, ტაში! ყველას დაიჭერენ. ზოგს ჩამოახრჩობენ ზოგს დახვრეტენ და ასე ხალისიანად გავატარებთ კიდევ რამდენიმე წყვილ წელს. საბედნიეროდ ჩემს ირგვლივ აღარ დარჩა ადამიანი რომელსაც ახარებს ვიღაცის დაჭერა წინამორბედთაგან, მაგრამ როგორც ვიგებ კიდევ ბევრნი ყოფილან რომელთაც უხარიათ კი არადა,
აღფრთოვანებულები არიან იმით რაც ქვეყანაში ხდება. უხარიათ ყველაფერი რაც კი წინამორბედთა გამწარებას შეხება. ოღონდ რომ ჰკითხო რატომ, თავადაც არ იციან.
ერთ რამეს ან არ უკვირდებიან ან ვერ - სახელმწიფოს მართვის სადავეების მქონე პოლიტიკოსები კვლავ "ვიღაცის" ოპოზიციაში არიან. ამ პოლიტიკოსებმა ვერ შესძლეს გამოენახათ საკუთარ თავში რესურსი, გამხდარიყვნენ წინამორბედზე უკეთესნი და ამ მარტივი მიზეზის გამო, გადაწყვიტეს - მოსახლეობას სანახაობა გაუხანგრძლივოთ, საჭმელზე წინამორბედებმა (დასასჯელებმა) თავად იზრუნესო. მართლაც ასეა! ის რასაც დღეს ეს აღტკინებული მასა სჭამს, სწორედ წინამორბედთა შემქნილია და რითიც ერთობა მხოლოდ ის არის ამჟამინდელთა ნამოღვაწარი. რა თქმა უნდათ წინამორბედთა ნამოქმედარი პირადად მათ ეხებათ მაგრამ ის რასაც ამჟამინდელნი აკეთებენ მათ პირადად ვერნაირად ვერ ეხება და ვერც შეეხება. 
 გუშინ საინფორმაციო გამოშვებას ვუყურე ტელევიზორში, მთელი პირველი ბლოკი პროკურატასა და სასმართლო დარბაზს ჰქონდა დაკავებული. ქვეყანაში არაფერი ხდება იმაზე მეტად მნიშვნელოვანი რომ ვიღაცა დაიჭირეს და ვიღაცას ბრალი დაიუმძიმეს. ყოფილ პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებული ახალმა ბრალდებებმა კი გამსახურდიას დრო გამახსენა, მერსედესი რომ იყიდა და ლამის მაგის გამო შეიზიზღა ერმა. ეს ყველაფერი ჩევნს მდგომარეობაზე მეტყველებს, მთლიანად ერის მენატალიტეტსა და ღირებულებებზე, რომელიც ვერაფრით პასუხობს იმ თანამედროევეობას რომელიც პროგრესის აუცილებელი წინაპირობაა და წარმატებული ადამიანი, კომუნისტური ეპოქის მსგავსად ჩვენში კვლავ დასაძრახია. 
 ხომ დარწმუნებული ხართ რომ არიან ეხლა ადამიანები რომლებსაც სჯერათ რომ დღევანდელი ხელისუფალნი იგივეს არ სჩადიან, რაზეც წინამორბედზე ასე დუჟმორევით ბრაზობენ?! იმათ ხომ სჯერავთ რომ არაფრის კეთებაში აღებული ასრაღაცა მილიონი პრემია ამათ ეკუთვნით და წინამორბედთ იმ ყველაფერი გაკეთებულისათვის არა? კი სჯერავთ და არგუმენტებიც ძალიან ბევრი აქვთ იმის დასამტკიცებლად თუ რატომ არ ეუთვნით წინამორბედთ და რატომ ეკუთვნით ამჟამინდელთ - პირველი და უმთავრესი ის ის რომ თავისუფლად სუნთქავენ. მეორე ის რომ ქართველობას აღარავინ ართმევს. მესამე ის რომ სარწმუნოებას ებრძოდნენ ისინი და ესენი არა. მეოთე ის რომ იმათმა რუსეთთან ომი დაიწყეს და ესენი კი ალაგებე და ა.შ.
ამათგან ბევრი ისეთი ადამიანია რომლიც 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ჩრდილოელი მოძმის მიერ გამართული სისხლისღვრა რუსთაველის გამზირზე წესით კარგად უნდა ახსოვდეს. ისიც კარგად უნდა ახსოვდეს რომ მთელი 70 წელი ამავე ჩრდილოელი მოძმის და ერთმორწმუნის დიდი მცდელობების შედეგად არც ქართველბა ჰქონდა და არც რელიგია. ისიც უნდა ახსოვდეს ამავე დიდი მეგობრის მცდელობით რამდენ ხანს ცხოვრობდა უშუქოდ და ულუკმაპუროდ, წესით ისიც უნდა ახსოვდეს თუ როგორ გამოვიდა ამ მდგომარეობიდან ქვეყანა.  მაგრამ ყველაზე ცუდი არის ის რომ მიუხედავად გარეგნულად ქვეყნის იმ ჯურღმულიდან გამოსვლისა, მენტალურად ვერ გამოვიდნენ და ის რომ პრეზიდენტმა რომელმაც ქვეყანას შემოსავლები რამდენიმე მილიარდით გაუზარდა, 4 წლის განმავლობაში 8 მილიონის დახარჯვა ეკუთვნის. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - ამ ხელისუფლებამაც გააკეთოს იგივე და რვა კი არა, ოცდარვა დახარჯოს. 
 თქვენ კი რიგითო ობივატელებო - მიუხედავად იმისა დაიჭერენ თუ არა ვინმეს, თქვენი ჯიბე იგივე ნაირად გამოცარიელებული იქნება, რადგან თქვენ ხელის განძრევა არ გინდათ და ელით როდის მოვა მთავრობა რომელიც სახლში მოგიტანთ ძალიან ბევრ ფულს და შენზე ზრუნვით იქნება დაკავებული.
 იმედები უნდა გაგიწბილოთ და გამცნოთ რომ ასეთს ვერ მოესწრებით, მაგრამ თუ ასე გააგრძელეთ, იმას კი მოესწრებით რომ რუსი ჩექმას გაგალოკინებთ და თან მადლობას გადაგახდევინებთ იმაში რომ ჩექმასთან მიკარების უფლება მოგცათ!

Комментариев нет:

Отправить комментарий