ძალადობამ საეკლესიო ცხოვრებაში, ძალადობამ სოციალურ - ეკონომიკური პრობლემების გასაჭირის დროს, ქართული ტრადიციების და ადათ - წესების ტოტალურმა უგულებელყოფამ, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების მოაზროვნე ნაწილის უკმაყოფილება თავიდანვე გამოიწვია. დაიწყო საქართველოს რუსეთის მარწუხებიდან გამოხსნის
გზების ძიება. ამას ერთმანეთის დამოუკიდებლად ახორციელებდნენ როგორც პეტერბურგში ჩასახლებული ბაგრატიონი უფლისწულები (დიმიტრი იულონის ძე ოქროპირ გიორგაძის ძე და სხვ.) ისე საქართველოში დარჩენილი ბატონიშვილები და ახალგაზრდა თავადების გარკვეული ჯგუფი (აღსანიშნავია, რომ შეთქმულებაში მონაწილეობდა იმპერატორების ეკატერ II - ისა და ალექსანდრე I - ის ნათლული ალექანდრე ჭავჭავაძეც კი.) მათი პატრიოტული შემართება გარკვეულად წაახალისა დეკაბრისტების აჯანყებამ, ხოლო მოგვიანებით - თავისუფლებიათვის პოლონელი ხალხის შეუდრეკელმა ბრძოლამ.
შეთქმულებმა შექმნეს ფარული საზოგადოება, რომელსაც თავისი წესდება - სოლომონ დოდაშვილის მიერ შედგენილი ,,აქტი გონიერი,, ჰქონდა. გამოიკვეთა ბრძოლის ძირითადი მიზნებიც. უმრავლესობის აზრით, საქართველოში აღდგებოდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია, თითქმის შეუზღუდველი უფლებებით, რომლის პარალელურად იარსებებდა ორპალატიანი სეიმი. შეთქმულების ერთი ნაწილი ინგლისური ყაიდის მონარქიის აღდგენას უჭერდა მხარს, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი ოცნებობდა რესპუბლიკურ წყობილებაზე. შეთქმულები იმედოვნებდნენ, რომ მათ დაეხმარებოდა როგორც დასავლეთ ევროპა, ისე თურქეთისა და ერანის ხელისუფლება, ასევე ჩრდილოეთ კავკასია, რომელიც რუსეთის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის გეგმაც, შეირჩნენ მომავალი აჯანყების ხელმძღვანელებიც, მაგრამ ნიკოლოზ და იასე ფალავანდიშვილებმა შეთქმულება გასცეს. რუსეთის ადმინისტრაციამ აამოქმედა რეპრესიული აპარატი, ბევრი დასაჯა, ბევრიც რუსეთის შიდა გუბერნიებში გადაასახლა.
ავტორი:

Комментариев нет:
Отправить комментарий