რუსული ინეტნეტ გამოცემა politonline.ru ავრცელებს ინფორმაციას მოსკოვის ტერიტორიაზე, სანავიგაციო სისტემა GPS-ის გამორთვის შესახებ, რომელსაც გამოცემის თქმით, სამოქალქო ავიაციის პილოტების განცხადების საფუძველზე აქვეყნებს. პილოტების განცხადებით სისიტემა არ მუშაობდა 5-10 წუთის
განმავლობაში, 9-10 ათას მეტრ სიმაღლეზე. გამოცემის ინფორმაციის თანახმად, მოსკოვის ცაში მყოფმა ერთდროულად 12 თვითმფრინავმა შეატყობინა დისპეჩერს სისტემის გათიშვის შესახებ. ერთერთი პილოტის განცხადებით თუ ეს მიზანმიმართული გათიშვა იყო, არის ძალიან საშიში ფაქტი, რადგან რადმენიმე ათას მგზავრს საფრთხე შეექმნა. GPS-ს მართვის კომპანია არანაირ კომენტარს არ აკეთებს მომხდართან დაკავშირებით.
პილოტების განცხადებით მსგავსი შეფერხებები სისტემის მუშაობაში ადრეც მომხდარა თუმცა, არსებული პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, შეფერხება ძალზედ სერიოზული შეშფოთების საბაბი გახდა.
როსავიაციის წარმოადგენლის განცხადებით GPS-ის გათიშვა არ არის საგანგაშო რადგან არსებობს კიდევ სხვა სისტემები, მაგალითად "ГЛОНАСС"-ი. მისი თქმით საშიშია ამ სისტემაში კოორდინატების მიზანმიმართული შეცვლა როდესაც ვეღარ შესძლებს თვითმფრინავის ეკიპაჟი ადგილმდებარეობის, სიმაღლისა და სხვა პარამეტრების დაფიქსირებას. ასევე რუსული მხარე შიშობს რომ შესაძლოა აღნიშნული გათიშვა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი იმ განცხადებებზე, რომელი აშშ-ს და ევროპის ავიაციისთვის რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობის აკრძალვას ეხებოდა.

Комментариев нет:
Отправить комментарий