რუსეთის მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციის თავისან აცილების შესახებ უკრაინის პრეზედენტის ადმინსტრაციის უფროსის მოადილემ ვალერი ჩალიმ განაცხადა, ერთერთ სატელევიზო გადაცემაში სტუმრობისას. მისი განცხადებით რამდენიმე საათის წინ უკრაინამ შესძლო რუსეთის არმიის შეჭრის აღკვეთა დონბასის
ტერიტორიაზე. ჩალის განცხადებით უკრაინამ დასავლელი პარტნიორების დახმარებით, შესძლო დაეფიქსირებინა უზარმაზარი კოლონა, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, წითელი ჯვრის სიმბოლიკით იყო გაფორმებული და სამხედრო ტექნიკის თანხლებით გადაადგილდებოდა უკრაინის მიმართულებით. ინფორმაციის მიღებისთანავე უკრაინის პრეზიდენტმა მოიწვია ოპერატიული შტაბი, ასევე გამართა სატელეფნო მოლაპრაკებები მსოფლიო ლიდერებთან და წითელი ჯვრის ხელმძღვანელობასთან. წითელი ჯვარის ხელმძღვანელობამ უარყო მათი მონაწილეობა რუსეთის ტერიტორიიდან მოძრავ კოლონასთან დაკავშირებით. ასევე ჩალის განცადებით მათ უკვე აქვთ დადასტურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან რომ კოლონამ მოძრაობა შეწყვიტა, რითიც მოხდა ძალიან სერიოზული პროვოკაციის თავიდან აცილება.
კონკრეტულად რა ქმედებებით შესძლო უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა აღნიშული პროვოკაციის შეჩერება, ჩინოვნიკს არ დაუკონკრეტებია. მისი განცხადებით აღნიშნული კოლონის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას, შესაძლაო მოჰყოლდა სერიოზული და გაუთვალსწინებელი შედეგები.
- შეგვიძლია ვთქვათ რომ თავიდან ავიცილეთ შესაძლო უმძმესი შედეგების მქონე პროვოკაცია!
ვალერი ჩალის განცხადებით პერზიდენტ პაროშენკოს მიერ მოწვეული საგანგებო შტაბი განაგრძობს მუშაობას და სიტუაციის მონიტორინგს.
გუშინ უკრაინულ მედიაში სადაზვერვო სამსახურებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ვრცელდებოდა ინფორაცია რომ რუსეთი 8 აგვისტოს გეგმავდა უკრაინის აღმმოსავლეთ რეგიონებში შეჭრას, სამშვიდობო ან ჰუმანიტარული მისიის საფარველქვეშ.

Комментариев нет:
Отправить комментарий