Страницы

суббота, 9 августа 2014 г.

სოჭში დაგეგმილი ალიევის სარქსიანისა და პუტინის შეხვედრა კვირამდე გადაიდო!

სოჭში 8-9 აგვისტოს დაგეგმილი სომხეთის, აზარბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, კვირას 10 აგვისტოსთვის გადაიდო. ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, აზარბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ნოვრუზ მამედოვმა.
გადადების მიზეზის შესახებ არაფერია ნათქვამი. 

 აღნიშნული შეხვედრა დაიგეგმა რუსული მხარის ინციატივით, მას შემდეგდ რაც ყარაბახის კონფლიქტის ზონაში 2 აგვისტოდან სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. შეხვედრაში მონაწილე მხარეები, წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით ჯერ ცალკე უნდ შეხვედროდნენ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და შემდეგ ერთობლივი შეხვედრა უნდა გაემართათ. 
პარასკევს რუსულ და სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ რუსეთის და სომხეთის პრეზიდენტებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე, ოფიციალური ინფორმაციით, საუბარიო იყო ქვეყნებს შორის ჰუმანიტარული, ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირების შესახებ. ასევე სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების საკითხებზე. გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერი იყო ნათქვამი ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით განხილულ საკითხებზე. 
გუშინ დღის ბოლოს აზარბაიჯანულ მედიაში გავრცელდა, ქვეყნის პრეზიდენტის ილხამ ალიევის სოჭში ჩასვლის ამსახველი ფოტო მასალა, თუმცა შეხვედრების შესახებ არაფერი თქმულა.
 შეხვედრის გადადება შესაძლოა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მომხდარიყო. ცნობილია რომ დღეს დილით ვალდიმერ პუტინმა მოიწვია უშიშროების სხდომა, სადაც უკრაინის და რუსეთის ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები განიხილებოდა. 
ასეთი გადადება-გაწელვა შეხვედრის, რომელსაც ორი ქვეყნის მოსახლეობა სულმოუთქმელად ელოდება და აზარბაიჯანულ მედიაში ისიც კი იყო ნათქვამი რომ ამ შეხვედრაზე შესაძლოა მიღებული იქნეს "საბედისწერო" გადაწყვეტილება ყარაბხთან მიმართებაში, ბევრ კითხვებს აჩენს. იმ გართულებების ფონზე რომელიც რეგიონშია რუსეთის პოლიტიკის შედეგად შექმნილი, ასეთ არაორდინალურ შემთხვევები მრავალ გაუგებრობას ბადებს. 
დაპირისპირებული ქვეყნების მედიის მიხედვით შენარჩუნებულია საომარი რიტორიკა. კვლავ არის ცნობები ერთეული შეტაკებების შესახებ ფრონტის ხაზზე. სომხური მედია ავრცელებს აზარბაიჯანელი სამხედრო მოსამსახური დაღუპვის შესახებ ინფორმაციას რომელიც აზარბაიჯანულმა მხარემაც დაადასტურა. ასევე აღსანიშნავია რომ სომხეთის პრემიერ მინისტრი მოცემულ მომენტში სტეპანოკერტში (სეპარატისტული ყარაბახის ე.წ. დედაქალაქი) ვიზიტით იმყოფება სადაც ყარაბახის სეპარატისტ ე.წ. პრეზიდენტს ხვდება. 

Комментариев нет:

Отправить комментарий