რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. საბუარია სრულმაშტაბიან შეჭრაზე მარიუპოლის მიამრთულებით. უკრაინული მედიისა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქი ნოვოაზოვსკი რუსული არმიის შენაერთებმა დაიკავეს, უკრიანული ბატალიონები კი მარიუპოლისაკენ გადაადგილდნენ და ქალაქის დაცვისათვის ემზადებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაოვოაზოვსკის მოსახლეობას რუსმა სამხედროებმა აუკრძალეს ქალაქის დატოვება, მათი განცხადებით დილით დაიწყებენ ქალქის გაწმენდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაოვოაზოვსკის მოსახლეობას რუსმა სამხედროებმა აუკრძალეს ქალაქის დატოვება, მათი განცხადებით დილით დაიწყებენ ქალქის გაწმენდა.
რუსული არმიის შეჭრას მოჰყვა გამოხმაურება ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, მაგალითად ევროკომიის წამროადგენელმა კიევში, ჩეხმა დიპლომატმა დავიდ სტულიკმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა შემდეგი - "დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე, 27 აგვისტოს დაიწყო რუსეთის ღია აგრესია უკრაინის წინააღმდეგ". რუსეთის მხრიდან ფართომაშტაბიან შეჭრას ადასტურებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ზორიან შკირიაკი. რომელმაც რუსეთის ღია აგრესიის შესახებ, ერთერთი უკრაინული არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა. ჯერჯერობით არ გაკეთებულა განცხადებები უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. ცნობილი მხოლოდ ის რომ 27 აგვისტოს საღამოს, უკრიანის პრეზიდენტმა პოროშენკომ მთავრობის საგნგებო სხდომა მოიწვია. სხდომის შედეგები არ გამოქვეყნებულა და არც რაიმე გადაწყვეტლების შესახებ გამხდარა ცნობილი მედიისთვის.
რუსული არმიის შეჭრის შესახებ, პოლონეთის სეიმის დეპუტატებთან შეხვედრისას განცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა. მისი განცხადებით NATO და პოლონეთის დაზვერვა ფლობს ინფორმაციას, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რეგულარული არმიის ნაწილების მოქმედებების შესახებ.
მდგომარეობა კი ასეთია: გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუსული არმია ტაგანროგის რაიონიდან შევიდა უკრიანის ტერიტორიაზე და დაიკავა რამდენიმე დასახლებული პუნქტი (დაუზუსტებელი ინფორმაციით შვიდი დასახლებული პუნქტი), მათ შორის აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი ნოვოაზოვსკი. ეს უკანასკნელი, რუსული არმიის მძიმე ტექნიკითა და საარტილერიო დანადგარებით, ალყაშია მოქცეული. მარიუპოლამდე ნოვოაზოვსკიდან არის 40 კილონეტრი და სამხედროთა განცხადებით რუსული არმიის მიზანიც სწრედ ის არის რომ აიღონ ეს ქალქი.
ადგილობრივების განცხადებით რუსული არმიის შენაერთი რომელიც ნოვოაზოვსკთან გამოჩნდა 30 ტანკისგან, საარტილერიო დანადგარებისა და 500 სამხედრო მოსამსახურისაგან შედგება.
ადგილობრივების განცხადებით რუსული არმიის შენაერთი რომელიც ნოვოაზოვსკთან გამოჩნდა 30 ტანკისგან, საარტილერიო დანადგარებისა და 500 სამხედრო მოსამსახურისაგან შედგება.

ეს მერკელის დამსახურებაა..და ამ დროს რას უყურებს მუდმივად აღშფოთებული ამერიკა და დანარჩენი ევროპა?ნაცვლად იმისა,რომ სერიოზული სანქციები დაუწესონ რუსულ ნავთობკომპანიებს,უთმობენ უკრაინის ტერიტორიებს მშვიდად ცხოვრების სანაცვლოდ...არაფერი არ გვეშველება ამ უნიათო მსოფლიოს ხელში
ОтветитьУдалить