ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ტრიშანოვიჩმა დაადასტურა გუშინ, 27 აგვისტოს გავცრელებული ინფორმაცია, ყირიმის ნახევარკუნძულის მხრიდან ოლქის ტერიტორიაზე სამი რუსული ვერტმფრენის შეჭრის შესახებ. მისი განცხადებით ვერტმფრენები ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის დაზვერვას ახორცილებდნენ. ასევე მან დაადასტურა ინფორმაცია საზღვრის
გასწვრივ საცეცხლე წერტილების მომზადების შესახებ რომ და აღნიშნა მათი ოლქის ტერიტორიიდან კარგად ჩანს თუ როგორ ამზადებს რუსული არმია საცეცხლე პოზიციებს.
რუსული არმიის გააქტიურების შესახებ იტყობინებოდა უკრაინის თვადაცვისა და უშიშროების სამსახურის პესსპიკერი ანდრეი ლისენკოც. მისი განცხადებით დროებით ოკუპრებულის ყირიმის ნახევარ კუნძლისა და მატერისიკის საზღვრის გასწვრის შეინიშნება რუსული საოკუპაციო არმიის აქტივობა. ადგილობრივი მოსახლეობა შესაძლო საბრძოლო მოქმედებების შესახებ ლაპრაკობს. მისივე განცხადებით რუსული არმიის ყველაზე დიდი რაოდენობით კონცენტრირება, უკრაინის მოსაზღვრე, როსტოვის ოლქში შეინიშნება. დღეს ღამით სწორედ როსტოვის ოლქიდან მოხდა რუსული არმიის შეჭრა უკრიანის ტერიტორიაზე.
რამდენიმე წუთის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ აზოვის ზღვაში მარიოპულთან რუსული სამხედრო ხომალდები გამოჩნდნენ.

Комментариев нет:
Отправить комментарий