Страницы

среда, 27 августа 2014 г.

მოსადის პროვოკაცია აზარბაიჯანის წინააღდმეგ?

ასე შეფასდა დღეს ებრაული სააგენტო "Debkafile"-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია თითქოს გასულ კვირას ირანის ტერიტორიაზე ჩამოგდებული, ებრაული წარმოების უპილოტო მზვერავი აზარბაიჯანის, კერძოდ კი ნახჩევანის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აფრინდა. აღნიშულ სააგენტოზე ხშირად ამბობენ რომ
ებრაული დაზვერვის სამსახურებთან დაახლოებული სააგენტოა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, პირდაპი ებრაული სპეცსამსახურებიდან მოდის.
ინფორმაცია ეხება გასულ კვირას ნატანზში, ირანის ურანის გადამამაუშავებელი საწარმოს სიახლოვეს, ჩამოგდებული უპილოტი საფრენ აპარატ Hrmes-450-ს. თავდაპირველად ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ იყო მითითებული თუ რომელი ქვეყნის ტერიტორიიდან იყო საფრენი აპარატი გაშვებული. იარანელებმა მხოლოდ ის განაცხადეს რომ ჩამოაგდეს ებრაული სადაზვერვო საფრენი აპარატი, რომელიც ირანის ერთერთი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან აფრინდა. მოგვიანებით ირანულმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია რომ აპარატი გაშვებული იყო საუდის არაბეთის ტერიტორიიდან. 
გავრცელებულ ინფორაციას დღესვე გამოეხმაურა აზარბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. სამინისტროს პერს-სამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა ვაგიფ დიარგიახლიმ განაცხადა რომ ეს არის ებრაული პრესის მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა არანსა და აზარბაიჯანს შორის უერთიერთობების გაფუჭებას. პოლკოვნისკის განცხადებით აზარბაიჯანის შეიარაღებაში არის აღნიშნული საფრენი აპარატები მაგრამ ისინი გამოიყენება მთიან ყარაბახში სადაზვერვო საქმიანობსითვის. ასევე პოლკოვნიკის განცხადებით, ირანის ტერიტორიაზე არ არის აისეთი ობიექტები, რომელითაც აზარბაიჯანული მხარე შეიძლება იყოს დაინტერესებული იმდენად რომ მათ დაზვერვას ახორციელებდეს.
 ისრაელის ოფიცილურ პირებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ აღნიშული ინციდენტის შესახებ. არც ირანელებს გამოუთქვამთ რაიმე პრეტენზია აზარბაიჯანელების მისამართით, თუმცა ისრელის მიმართ მუქარები გაისმა უპილოტოს ჩამოგდებისთანავე. ირანი აცხადებს რომ მისი პასუხი არ იქნება დიპლომატიური და საპასუხოდ ისრაელის მომქედებებისა, იარაღით დაეხმარება პალესტინას. 

Комментариев нет:

Отправить комментарий