Страницы

вторник, 26 августа 2014 г.

რუსული არმიის კიდევ ერთი შეტევა მარიუპოლის მიმართულებით!


ჟურნალისტი რომან ბოჩკალა, უკრაინელი მესაზღვრეებისა და მოხალისეთა ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას რომ ნოვოაზოვსკის მიმართულებით, ტაგანროგიდან კიდევ ერთი რუსული კოლონა შევიდა ტანკებითა და
მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკის თანხლებით. მისი ინფორმაციით რუსი ოკუპანტები უკვე აკონტროლებენ რამდენიმე დასახლებულ პუნქტს, კერძოდ - მარკინოს, შერბაკსა და როზა ლუქსემბურგს. ჟურნალისტის ინფორმაციით დაკავებულ დასახლებულ პუნქტებთან, ოკუპანტები აწყობენ ბლოკპოსტებს. თითოეულ ასეთ ბლოკპოსტზე ტოვებენ 3 ტანკს, 2 ჯავშანმანქანასა და პირად შემადგენლობას. ნოვოაზოვსკის გარეუბნებში უკვე ისმის სროლის ხმა. რუსული არმიის შენაერთებს უკან მიჰყვებიან დსრ-ის შენაერთები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებენ რომ რამდენიმე დრე მოუწევთ დაძაბულ გარემოში ცხოვრება და შემდეგ დაწყნარდება ყველაფერი. 

უკრაინული არმია უკან იხევს და აცხადებს რომ მათი პოზიციები, რუსული არტილერიის მიერ იბომბება. ასევე სამხედროთა განცხადებით რუსული არმიის შემოჭრილი ძალები არ მალავენ განმასხვავებელ ნიშნებსა და დროშებს. 
გუშინ საღამოს ამ მიმართულებით რუსული არმიის ნაწილის წარუმეტებელი შეტევი შემდეგ, ტერორისტების მედიამ გაავრცელა დსრ-ს ე.წ. პრემიერ მინისტრის განცხადება რომ რამდენიმე დღეში მარიოპულს აიღებენ. ასეთი ხმამაღალი განცხადება სავარაუდოდ ეყრდნობოდა, რუსული არმიის მიერ დაგეგმილი და დღეს უკვე განხორციელებული შეტევის შესახებ ინფორმაციას. თუ უკრაინული არმია ვერ შესძლებს ნოვოაზოვსკის დაცვას, მაშინ რუსულ არმიასა და ტერორისტებს გზა გაეხსნებათ მარიოპულისაკენ.
უკრაინული არმია დახმარებასა და მძიმე ტექნიკას ითხოვს, შემოტევის მოგერიებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ რომ ვერ შესძლებენ ნოვოაზოვსკის დაცვას. 
დღეს გავრცელდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის გადაწყვეტილება რომელიც სამი პუნქტისაგან შესდგება:
1) ქვეყნის თავდაცვის სამინიტროს საწყობებში არსებული იარაღი და ტყვია წამალი გადაეცეს ეროვნული გვარდიასა და ყველა იმ შეიარაღებულ ფორმირებას, რომელიც მოქმედებს ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში. მიეწოდოთ შენაერთებს განაცხადადინ არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში.
2) დაუყოვნებლივ, ყოველგვარი დამატებითი ბრძანებისა და მითითებების გარეშე, გარემონტდეს თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული და ამჟამად სამხედრო წარმოებაში მყოფი 3 - 4 კატეგორიის ტექნიკა.
3) თავდაცვისა და ეროვნული გვარდიის მიერ დაუყოვნებლივ იქნას გამოსყიდული მთელი ის შეიარაღება და ტექნიკა, რომელსაც უკრაინის სახელმწიოფო საწარმო "Укроборонпром" აწარმოებს ან  მის საწყოიბებშია განთავსებული და გაიგზავნოს ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში.
 ყოველივე ნიშნავს იმას რომ უკრაინის ხელისუფლებაში სერიოზული მზადებაა რუსეთთან ომის თვალსაზრისით და კარგად იციან იმ გეგმების შესახებ, რომელიც კრემლშია დამუშავებული და გადაცემულია შეიარაღებული ძალებისთვის. რამდენიმე დღის წინ ასევე გამოქვეყნდა საყოველთაო მობილიზაციის სისტემაში შეტანილი ცვლილება რომელიც გულისხმობს პირველ ეტაპზე კონკრეტული სამხედრო სპეციალობის მქონე პირთა გაწვევას. 


Комментариев нет:

Отправить комментарий