გუშინ საღამოს უკრაინის თვადაცვისა და უშიშროების სამსახურის პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე, უწყების პრეს-სპიკერმა ჟურნალსტებთან ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში შემქნილ მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა. ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით გუშინ რუსული არმიის
ორმა ვერტმფრენმა МИ-24-მა ცეცხლი გაუხსნა უკრაინელ მესაზღვრეებს. დაღუპულია ოთხი და დაჭრილია სამი მესაზღვრე. უკრაინელმა მესაზღვრეებმა აღმოაჩნიეს დივერსიული შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, მოხდა შეტაკება. დივერსანტების დასახმარებლად რუსეთის ტერიტორიიდან მოვიდა ჯავშანტექნიკა და ვერტმფრენები. ვერტმფრენებმა მესაზღვრეთა პოზიციები უმართავი ბომბებით დაბომბეს. ასევე უკრაინელ მესაზღრეებს დროულად მიეხმარა დამატებითი ძალები და რუსი დივერსანტების შემოტევა მოიგერიეს. რუსული მხრიდან შემოსული დივერსანტების ჯგუფი განადგურებული იქნა. დაჭრილებისა და დაღუპულების გაყვანა, ასევე რუსეთის მხრიდან მოსული ჯავშანტექნიკის დახმარებით მოხერხდა.
ინციდენტი ლუგანსკის ოლქში მოხდა და ლისენკოს განცხადებით პირველი შემთხვევაა როდესაც რუსებმა ვერტმფრენები გამოიყენეს.
მინსკის მოლაპარაკებების წინ რუსეთმა განსაკუთრებით დაამძიმე სიტუაცია და ღია აგრესიაზე გადავიდა. არავინ იცის რით დამთავრდება მინსკში პუტინისა და პოროშენკოს შეხვედრა, თუმცა ამ მოლაპრაკებებისგან დიდი შედეგი ვერ იქნება იმ მდგომარეობის გათვალსიწინებით, რაც უკრაინის ტერიტორიაზეა შექმნილი. რუსულ მედიაში კი ვრცელდებე ინფორმაცია რომ პუტინი აიძულებს პოროშენკოს სამშვიდობო ინიციატივაზე დაითანხმოს, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი შეთანხმება და დონბასზე, რუსი "მშვიდობისმყოფელების" გამოჩენა წარმოუდგენელია. ყველას კარგად ესმის რომ ასეთი გადაწყვეტილება უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებას გამოიწვევს, რადგან უკრაინელი ერი ვერ შეეგუება რუსეთის მოთხოვნებზე დათანხმებას და იმ მსხვერპლის გაუფასურებას რომელიც ამ ერმა რუსეთთან ბრძოლისას გაიღო.

Комментариев нет:
Отправить комментарий