Страницы

среда, 27 августа 2014 г.

მინსკის შეხვედრა - კონფლიქტის განხილვის ნაცვლად ეკონომიკური ფორუმი? (ვიდეო/video)

ბელორუსიის დედქალაქში გამრთული ხუთმხრივი შეხვედრა, სასურველი შედეგით არ დასრულდა. მოლოდინი რომ ამ შეხვედრიდან რაიმე ხელშესახები შედეგი იქნებოდა, არც იყო რადგან მდგომარეობა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ბოლო დღეების განმავლობაშ განსაკუთრებით
დამძიმდა. მოლოდინი ამ შეხვედრისა, ერთადერთი იყო ის რომ მხარეები ისაუბრებდნენ კონფლიქტის მოგავრებასა და რაიმე გეგმაზე, რომელიც ხელს შეუწყობდა ცეცხლის შეწყვეტას მომვალში.
პირველი იმედგაცრუება ხუთმხრივი შეხვედრის დაწყებამდე პრეზდენტების სიტყვით გამოსვლისთანავე ელოდა დამკვრვებელს, რადგან უკრაინაში გაჩაღებული ომის საკითხეზე მსჯელობის ნაცვლად, პრეზიენტებმა და კერძოდ პუტინმა მთელი გამოსვლა ეკონომიკურ საკითხებს მიუძღვნა. შესავალი სიტყვებიდან გამოიკვეთა უკრაინის კონფლიქტის მთავარი შინაარს და ეს არის ის ეკონომიკური რისკები რომელიც პუტინის მიხედვით, რუსეთის ეკონომიკას საფრთხეებს უქმნის. მიუხედავად იმისა რომ პუტინმა თავი აარიდა უკრიანის კრიზისის როგორც მკვეთრი გეოპოლიტიკური მნიშვნელბის საკითხად წარმოჩენას, მაინც აშკარაა რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ წამოჭრილი პრობლემები არ არის ისეთი მნიშვნელობის რომ ამის გამო ომი გაეჩაღებინა. 
 აუცილებლად უნდა აღნიშნოს პუტინის ქცევა და უჩვეულო საუბრის მანერა, რომელიც მთელს ამ და შემდეგ გამოსვლებშიც მკვეთრად თვალში საცემი იყო. მიუხედავად მოლაპარაკებების ფონის სიმძიმისა, პუტინი ისე იქცეოდა თითქოს სამხიარულო წვეულებაზე იყო მისული. ქვემოთ მოცემულ ვიდეო რგოლებში ადვილი შესამჩნევია პუტინის არაბუნებრიობა. ასევე საინტერესო და ნატიფი ცინიზმი იყო პოროშენკოსთან პირსპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, განხილულ საკითხთა ჩამოთვლისას კონფლიქტის საკითხის გამოტოვება და შემდეგ გახსენება როდესაც ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა. უნდა ითქვას რომ პირსპირ შეხვედრა ხუთმხრივი შეხვედრისას გადაწყდა და წინასწარ დაგეგმილი არ იყო. შეხვდერი შემდეგ პოროშენკომ უკომენტაროდ დატოვა შეხვედრის ადგილი და უკრიანის საელჩოში გაემგზავრა სადაც შეხვედრა იყო დანიშნულიკეტრის ეშტონთან.
 ხშირად არის საუბარი თითქოს პუტინი ხვდება რომ უკრაინის კონფლიქტით ღრმად შეტოპა და ეხლა ისე უნდაგამოსვლა რომ სახე შინარჩუნოსო, მარგამ დღევანდელმა დღემა აჩვენა რომ პუტინს სახის შენარჩუნება კი არ აუნდა, არამედ პასუხისმგებლობის სრულად მოხსნა და ისე იქცევა თითქოს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდიანრე პროცესებში მისი ქვეყნის და პირადად მისი წვლილი ნულოვანი იყოს. 
ამ შეხვედრის ერთადერთ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის რომ მხარეებმა გაიგეს პუტინის მოთხოვნების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ისედაც კარგად იცოდნენ მაგრამ, გაჩაღებული კონფლიქტით დაშანტაჟებული უკრიანა და ევროპა, პუტინის ვარაუდით უფრო სენსიტიურნი იქნებოდნენ მისი მოთხოვნების მიმართ. საერთოდ პუტინის შესავალი სიტყვა იმის მანიშნებელი იყო რომ პუტინი არ აპირებს უკრაინის დათმობას, რაც თავის მხრივ კონფლიქტის გაგრძელებაზე მეტყველებს:
პუტინის გამოსვლა ხუთმხრივი შეხვედრის დაწყებმადე:



პოროშენკოს გამოსვლა ხუთმხრივი შეხვედრი დაწყებამდე:



ვლადიმერ პუტინის ბრიფინგი პოროშენკოსთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ:

Комментариев нет:

Отправить комментарий