Страницы

суббота, 9 августа 2014 г.

სასწრაფოდ: უკრაინული მედია - საზღვრისკენ რუსული არმიის უშველებელი კოლონა მოემართება!

სოციალურ ქსელებისა და უკრაინული ტელევიზიების მეშვეობით ვრცელდება ონფორმაცია რომ უკრაინის საზღვრისკენ, ვორონეჟის მხრიდან უზარმაზარი სამხედრო კოლონა მიემართება. გავრცელებული ინფორმაციით კოლონა შემდგარია
პსკოვის საჰარო დესანტის მებრძოლებით.როგორც ტელეკომაპნია მე-5 არხისთვის გახდა ცნობილი კოლონას "ჰუმანიტარული" ტვირთი გადააქვს და სამხედროები მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშული იყო რომ საზღვართან სადაც კოლონა მიემართება, მობილიზებული უამრავი სამხედრო ტექნიკა  და ცოცხალი ძალა.
ასევე რამდენიმე წუთის წინ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია რომელშიც ნათქვამია რომ რუსეთმა დამატებითი ძალების გადმოსროლა დაიწყო უკრიანის საზღვრებისკენ ციმბირიდან. სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნახსენებია რომ საზღვრიდან 10 კილომეტრში დილოცირებულია პსკოვის საჰაერო დესანტის დივიზია. 
 ცოტათი უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია რომ კიევში მეტროს სადგური დანაღმეს. 
როგორც ჩანს უკრაინის  ტერიტორიაზე, რუსული არმიის შეჭრა სულ უფრო რეალური ხდება და ყველა ის ქმედება რომლსაც ანხორციელებს რუსული მხარე ამაზე მეტყველებს.
შეგახსენებთ რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრა გამართა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი და რუსეთის ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები.

Комментариев нет:

Отправить комментарий