აზარბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის ზია მამედოვის განცხადებით, რომელიც მან ჟურნალისტებთან, პროექტის მართვის საკოორდინაციო სამმხრივი საბჭოს მე-20 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკომფერენციაზე გააკეთა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის თურქეთის საზღვრამდე მონაკვეთი მიმდინარე
წლის ბოლომდე მზად იქნება. ოქტომბრის თვეში იგეგმება საცდელი შემადგენლობის გაშვება თურქეთის საზღვრამდე. ხოლო თურქეთის ტრიტორიაზე დარჩენილი 20კმ-ზე ოდნავ მეტი მომავალი წლისთვის იქნება დასრულებული. მინისტრის განცხადებით საქრთველოს ტერიტორიაზე 183 კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე შეკეთებულია, ასევე დასრულებულია, ახალციხის სადგურის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
შეთანხმება აღნიშული სარკონგზო ხაზის მშნებლობის შესახებ მიღწეული იქნა 2007 წლის 7 თებერვალს საქართველოს, თურქეთისა და აზარბაიჯანის მიერ. საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს, აზარბაიჯანული მხარე აფინანსებს და პროექტის განხორციელებისათვის, აზარბაიჯანული მხარის მიერ გამოყოფილია 775 მილიონი აშშ-ს დოლარის ოდენობის შეღავათიანი კრედიტი.
გავრცელებულ ინფორმაციაში არ კონკრეტდება თუ როდის დასარულდება სამუშაოები თურქეთის ტერიტორიაზე, ზია მამედოვი აცხადებს რომ თურქეთის მხარის მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარკინიგზო ხაზი შევა ექსპლუატაციაში.

Комментариев нет:
Отправить комментарий