ცნობილი ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი ყირიმში ჩავიდა და იმ კონცერტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების მხარდაჭერისადმი იყო მიძღვნილი. აღნიშული ფაქტს გამოეხმარა დასავლეთის პრესა და მსახიობის საქციელის უპასუხისმგებლო უწოდა.
სტივენ სიგალი ასეთ პოლიტიკურ კონტექსტში პრესის ყურადღების ქვეშ მაშინ მოექცა, როდესაც ყირიმის რუსეთისადმი მიერთებას მხარი დაუჭირა და ამ განცხადების გამო მსახიობს ერთერთ ბლუზ-ფესტივალში მონაწილეობის მიღებაზე უარი განუცხადეს.
მიუხედავად საერთაშორის თანამეგობრობის ასეთი რეაქციისა რუსეთის ქმედებების მიამრთ, მსახიობი მაინც ჯიუტად განაგრძობს რუსული პოლიტიკის მხარდაჭერას და გასულ კვირას ერთერთ ინტერვიუში განაცხადა კიდევაც რომ ის ამ მხარდაჭერას არ შეწყვეტს.
ამ კონცერტსა თუ ღონისძიებაში ასევე მიიღეს მონაწილეობა პუტინთან დაახლეობულმა ბაიკერებმა "ღამის მგლებმა", რომლებმაც არანაკლები ხმაური გამოიწვიეს იმის გამო რომ მოედანზე, სცენის წინ გამოსახეს სვასტიკა.
დღეს ასევე რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ვიდეო სიუჟეტი, სადაც ასევე ამერიკელი მსახიობი მიკი რურკი ყიდულობს მაისურს პუტინის გამოსახულებით და აცხადებს რომ ატარებს ამ მაისურს ყველგან. მსახიობი რუსეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფება და შენაძენი მოსკოვის ერთერთ სავაჭრო ცენტრში გააკეთა.


Комментариев нет:
Отправить комментарий