სტატია სათაურით "აფხაზეთი პროვოკაციებსთვის ემზადება" დღეს რუსულ საიტ politRUS.com-ზე გამოქვეყნდა. სტატია სპეციალურად აღნიშნული საიტისთვის სერგეი ლაკობას მიერ არის მომზადებული და მასში აღწერილია ის საფრთხე, რომელიც ლაკობას მტკიცებით, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან არის მოსალოდნელი
ქართული მხრიდან. ლაკობა წერს რომ ეფხაზმა ე.წ. სამართალდამცავებმა დააკავეს ჯგუფი, რომლებიც გეგმავდნენ ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე დივერსიის მოწყობას რომლის მიზანიც იქნებოდა რუსი მესაზღვრებიის დისკრედიტაცია გალის მოსახლეობაში. ლაკობა აცხადებს რომ დაკავებულების რაოდენობა არ კონკრეტდება რადგან აფხაზი ე.წ. სამართალდამცავები, ფიქრობენ რომ დივერსანტების და მათი დამხმარე ქართული სპეცსამსახურების აგენტურული ქსელი, შესაძლოა ჯერ ბოლომდე გაშიფრული არ ჰყავდეთ და კვლავ მოახერხონ პროვოკაციის მოწყობა.

ლაკობას მიერ აღწერილი პროვოკაციის სცენარი, რომელიც მისი თქმით აფხაზეთის ე.წ. ძალოვნებიდან შეიტყო, შემდეგი უნდა ყოფილიყო - ცნობილია რომ საზღვრის გასწვრივ სოფლის მცხოვრებლები გადადიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იქიდან პროდუქტები და სხვა საჭრო პროდუქცია გადააქვთ გალის რაიონში. "დივერსანტები" სწორედ ასეთ ჯგუფზე თავდასხმას და დაყაჩაღებას აპირებდნენ. წინააღდმეგობის გაწევის შემთხვევაში კი ჯგუფის ნაწილის დახოცვა ჰქონიათ გადაწყვეტილი. ყველას არ დახოცავდნენ და დატოვებდნენ რამდენიმე თვითმხილვეს, რომლებიც შემდეგ მოეყვებიდნენ რუსი მესაზღვრეების სისასტიკის შესახებ.
სტატიის დასაწყისში ლაკობა ხაზს უსვამს რომ 24 აგვისტოს დანიშულ, საპრეზიდენტო არჩვნებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები საპროტესტო აქციების, მასობრივი არეულობების, ტერორისტული აქტებისა და საქართველოს მხრიდან სამხედრო აგრესიის თავიდან აცილების მიზნით.
არავინ იცის საიდან მოიტანა სერგეი ლაკობამ ასეთი ვერსიები და რამდენად შეესაბამება ის სინამდვილეს მაგრამ, ერთი რამ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, 24 აგვისტომდე და მას შემდეგ გარკვეული პერიოდი, გალის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად გართულდება გადაადგილება ადმინისტრაციული საზღვრის გადმოსასავლელებზე. საყურადღებოა ის ფაქტიც რომ აფხაზეთის მიმართულებით მდგომარეობს დესტაბილიზაციასა და ქართული არმიის შენაერთების გადასროლაზე, ბოლო რამდენიემ თვის განმავლობაში, რუსულ მედიაშიც არაერთხელ დაწერილა და თქმულა, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამხედრო მაღალჩინოსნები აკეთებდნენ.

Комментариев нет:
Отправить комментарий