გუშინ თურქეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. პირველივე ტურში გამარჯვებული გახდა თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი. ყოფილი პრემიერის კონკურენტები პრეზიდენტის პოსტზე არც თუ ისეთი ძლიერები იყვნენ, თუმცა წინა დღეებში თურქულ მედიაში იყო ლაპარაკი რომ ერდოღანის ასეთი
ხანგრძლივობით ხელისუფლებაში ყოფნა მობეზრდა ხალხს და განიხილებოდა მისი დამარცხების ვარიანტი.
ერდოღანის კონკურენტები იყვნენ - ერთიანი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი - ეკმალედინ იხსანოღლუ (39,65%), პროქურთული ორიენტაციის პარტიის წარმოადგენელი - სელიახატინ დემირტაში (9,76%).
თურქთა უმეტესობა ერდოღანის ლიდერობის მიზეზად მისი მმართველობის იმ პერიოდ ასახელებს როდესაც 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისას შესძლო მან თურქეთი მინიმალური დანაკარგებით გამოეყვანა კრიზისიდან. მისი მხარდამჭერები მრავალფეროვანი ეთნიკურობით გამოირჩევა და მას ქვეყნის შიგნით, ბრძენ პოლიტიკოსს უწოდებენ სწორედ იმის გამო რომ შეუძლია საერთო ენის გამონახვა იქნება ეს ეთნიკური ჯგუფი თუ სოციალური ფენა.


Комментариев нет:
Отправить комментарий