Страницы

среда, 20 августа 2014 г.

ვინ დააკვირდება სეპარატისტული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩვნებს?

სეპარატისტულ აფხაზეთში 24 აგვისტოს რიგგარეშე, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ბოლო პრეზიდენტის ჩამოგდება/გადაყენების შემდეგ აფხაზეთში დაძაბულობა არ კლებულობს. დღეს ე.წ. საარჩევნო კომისიის თავჯდომარის ეზოში მოხდარი ხელყუმბარის აფეთქებაც ამაზე მოწმობს. მდგომარეობას ისიც
ამძიმებს რომ კანდიდატებს შორის, ორი ძალოვანი უწყების მოქმედი ხელმძღვანელები არიან.  უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ასლან ბჟანია და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქიშმარია. ასევე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ დზაპშბა. რა თქმა უნდა ყოველ მათგანს თავისი მხარდამჭერების ჯგუფი ჰყავს და უნდა თქვას რომ მათი მხარდამჭერები ანგელოზები სულაც არ არიან.
 საინტერესოა ასევე ვინ იქნებიან დამკვირვებლები ამ არჩევნებზე, რომელსაც სავარაუდოდ არავინ არ სცნობს. აი ეს ჩამონათვალი კი პოსტსაბჭოთა სივრცეის სპერატისტული ბუკეტია:
თავისთავად ცხადია რუსეთიდან დამკვირვებლები იქნებიან და ამ საპასუხისმგებლო მისიას, რუსეთის  ფედერაციის საბჭოს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ევგენი სერებრიანიკოვი ითავებს. თავის დამკვირვებლებს სოხუმში ასევე მიავლენე - ბელორუსია, სომხეთი, ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთი, პრიდნესტროვია და მთიანი ყარაბახი. 
სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმში შესაძლოა დამკვირვებლების სტატუსით ჩავიდნენ საზოგადოებრივი ორგანზიაციების წარმომადგენლები იაპონიიდან, ჩინეთიდან, ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან! 
საქართველსოთვის საინტერესოა ეს ჩამონათალი რადგან არაღიარების პოლიტიკიდან გამომდიარე ბევრი სიაში მყოფი ქვეყნები, ოფიციალურად არ უნდა აგზავნიდნენ თავის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებად ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასეთი ქმედება საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტრო მხრიდან, პროტესტის საბაბი უნდა გახდეს. ასევე არაფერი თქმულა შეეხება თუ არა ამ საკითხს სომხეთში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

Комментариев нет:

Отправить комментарий