რუსეთის არმიის ჩრდილოეთ სამხედრო ოლქის შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზის სამხედროებმა, დაასრულეს მორიგი სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეიბა მიიღო 500-მდე რუსმა სამხედრომ და 200 სეპარატისტული არმიის სამხედრო მოსამსახურემ. სწალებებში გამოყენებული იყო 150-მდე ერთეული უახლესი ტექნიკა.
სწავლებების სცენარში გათვალსიწინებული იყო ადგილობრივი ლანდშაფტის გათვალსიწინებით პირობითი მოწინააღმდეგის ავიაციისთვი წინააღმდეგობის გაწევა. ასევე პირობითი მოწინააღმდეგის მხრიდან მსაობრივი განადგურების (?!) იარაღის გამოყენება და რადიაციულად დაბინძურებული ტერიტორიის გადალახვა. გავრცელებული ინფორმაციით სწავლებებში გამოყენებული იყო უახლესი რადიო დაზვერვის საშუალებები და უახლესი საშტაბო მართვის ელექტრონული სისტემები, რომელიც შენაერთების მართვას უფრო მობილურსა და ეფექტურს ხდის. გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია რომ სწავლებები გაიმართა ადგილობრივი ლანდშაფტის გათვალსიწინებით და ამ საკითხს როგორც ჩანს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.
ზოგადად უნდა ითქვას რომ საოკუპაციო სამხედრო ძალები, ადგილობრივ სეპარატისტებთან ერთად, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ატარებს სანმხედრო წვრთნებს და ამზადებს ადგილობრივ მებრძოლებს, რუსული წარმოების უახლესი შეიარაღების გაოყენებაში.
წესით ასეთი სწავლებები საქართველოს ცენტრალლური ხელისუფლების მხრიდან შესაბამის რეაქციას უნდა იწვევდეს. სანაცვლოდ კი საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან სრულ დუმილს და გაზრდილი საფრთხის იგნორირებას ვხედავთ. ერთია ის რომ რუსეთთან ცდილობენ დიალოგის წამროებას მაგრამ მეორეა ის რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები, აქტიურად ამზადებენ სეპარატისტებს და თავის ადგილობრივ ძალებს, სწორდ ქართული შეიარააღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად.
არავინ იცის აქვს თუ არა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან უეცარის საფრთხის შემთხვევაში, რაიმე სამოქმედო გეგმა. ყოველ შემთხვევაში საზოგადოებას არავითარი ინფორაცია ასეთი სამოქმედო გეგმის არსებობის შესახებ არ ცნობებია. არც რეზერვის სისტემა განახლებულა და როგორც ჩანს ქართულ არმიაში წვრთნების რაოდენობამაც საგრძნობლად იკლო.
რუსეთის ქმედებების ფონზე, საფრთხეები ოკუპირებული რეგიონებში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზებიდან, პრაქტიკულად გაათმაგებულია და ისიც უნდა ითქვას რომ რუსული არმიის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორაზე გადმოსვლის პროვოცირება, შესაძლოა სიტუაციური იყო და არ იყოს დამოკიდებული საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების კონკრეტული ქმედებებზე. საინტერესოა როგორ აპირებს გამკლავებას არსებული ხელისუფლება და რას დაუპირსპირებს ის რუსულ სამხედრო მანქანას?

Комментариев нет:
Отправить комментарий