Страницы

четверг, 21 августа 2014 г.

კოლაბორაციონიზმს ყოველთვის დამღუპველ შედეგებამდე მივყავართ (ნაწილი 2)


რუსეთ-საქართველოს კახეთის ომი (1812) – ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური საომარი კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. საბრძოლო მოქმედებები დაბა ახმეტაში დაიწყო. მოგვიანებით, ქართულმა საბრძოლო შენაერთებმა მოახდინეს თელავისა და
სიღნაღის დეოკუპაცია. 1812 წლის ომს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, ვინაიდან არსებობდა ფრონტის ხაზიც, რომელიც ავჭალამდეც კი ვრცელდებოდა. რუსეთის საოკუპაციო ჯარი იყენებდა კავალერიასა და საზარბაზნო არტილერიას. ინტენსიური ბრძოლების შედეგად მიწასთან გასწორდა დაბა ახმეტა. ქართველთა მხარეს მონაწილეობდნენ დაღესტნელი, ჩერქეზი და ჩეჩენი მოკავშირეებიც. ამბოხებულთა რაზმებს სათავეში ედგა ალექსანდრე ბატონიშვილი. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს 1812 წლის ომისას ქართლ-კახეთის მეფედ გამოცხადებულ იქნა გრიგოლ I იოანეს ძე. 1812 წლის მარტში სოფელ ჩუმლაყთან ქართველ მეამბოხეებსა და რუსეთის საოკუპაციო ჯარს შორის მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართველთა დამარცხებით დასრულდა. ომის დასრულების შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა ასობით მეამბოხე დასაჯა სიკვდილით ან გადაასახლა ციმბირში. აღნიშნულ მოვლენას ქართულ საისტორიო ლიტერატურაში მცირე ადგილი ეთმობა და კახეთის „აჯანყებად“ მოიხსენიება.

ავტორი:

Комментариев нет:

Отправить комментарий