დღეს უკრაინის რადამ პირველი მოსმენით ლუსტრაციის შესახებ კანონი მიიღო. გადაწყვეტილებას მხარი 299 დეპუტატიდან 252 მხარი დაუჭირა, 1 თავი შეკავა და 46 არ მიუღია კენჭისყრაში მონაწილეობა.
დილიდან უკრაინის რადის შენობასთან, მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობდა ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღების მოთხოვნით.
პირადად მე მხარს ვუჭერ ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღებას ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში. ჩვენ ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით და ეხლა უკვე ძალიან გართულდება ამ კანონის მიღება, რადგან მათ ვისაც ამ კანონის ეშინია საკმაოდ დიდი ძლაუფლების მქონეა და ყველანაირად შეეცდება ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების მიღებას!

Комментариев нет:
Отправить комментарий