სოჭში დაგეგმილი პრეზიდენტების შეხვედრამდე რამდენიმე საათი რჩება. მიუხედავად "სამშვიდობო დიალოგისა", ფრონტის ხაზზე შეტაკებები კვალვ გრძელდება და არის მსხვერპლიც. აზარბაიჯანული მხარის განცხადებით წუხელ მომხდარი შეტაკებების შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე.
აზარბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით გასული 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთახნმება, სომხურმა მხარემ 57-ჯერ დაარღვია. მათივე განცხადებით ყველა შემთხვევაში გახსნილი იყო საპასუხო ცეცხლი.
ასევე აზარბაიჯანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რომ წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა, აზარბაიჯანს ოფიციალურად მიმართეს, შეეწყოთ ხელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ჰუმანიტარული მისიის განხორციელებაში. აზარბაიჯანულმა მხარემ განაცხადა რომ ბოლო ასეთი "ჰუმანიტარული მორატორიუმის" უზრუნველყოფა, სომხებმა გამოიყენეს იმისთვის რომ მძიმე ტექნიკა გადაადგილეს და ახალი საცეცხლე წერტილები მოაწყვეს. მათი განცხადებით თუ კვალვ იქნება დაფიქსირებული ასეთი გაადგილებები, აზარბაიჯანული მხარე აღკვეთავს სომხური არმიის მცდელობებს, მოაწყოს ახალი საცეცხლე წერტილები.
სომხურ მედიაში, კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს უფრო დაბალი ინტენსივობით აშუქებენ და დილიდან გავრცელებულია მხოლოდ ის ინფორმაცია რომ აზარბაიჯანულმა მხარემ ახალი დანაკარგები განიცადა.
დღეს სოჭში უნდა გაიმართოს სამმხრივი შეხვედრა აზარბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. მოლოდინი აღნიშნული შეხვედრის მიმართ ძალიან დიდია. რუსული მხარის მტკიცებით შეეცდება დაარწმუნოს მხარეები ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაში.

Комментариев нет:
Отправить комментарий