რუსეთის დამკვიდრება საქართველოში თავიდანვე საშინელ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული. სულ პირველად ეს თავის თავზე იწვნიეს საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარე სოფლების ქართველმა და ოსმა მოსახლეობამ. რუსები აიძულებდნენ მათ შეესრულებინათ სამხედრო ბეგარა, გზის მშენებლობებზე გამოეყვანათ გამწევი საქონელი, შეუსვენებლად ემუშავათ, რაშიც მათ არავითარი ანაზღაურება არ ეძლეოდათ. უბირი რუსი ჯარისკაცები და
მათი ოფიცრები ღირსებას ულახავდნენ ამაყ მთიელებს, არღვევდნენ კავკასიურ ტრადიციებს, შეურაცხმყოფდნენ ოჯახებს, აუპატიურებდნენ ქალებს, ბილწავდნენ ქვევრებს. ამ პერიოდის ერთ - ერთი საარქივო დოკუმენტი მიუთითებს, რომ ანანურის მაზრის რუსმა კაპიტან - ისპრავნიკმა ხელ - ფეხი შეუკრა ადგილობრივ გლეხებს, ძაღლების სალაფავისთვის განკუთვნილ ჭურჭელში შეამზადა ადამიანის გონისათვის წარმოუდგენელი მასა, რომელშიც შედიოდა შრატი, დაკეპილი კატები, ადამიანის ფუნა და ეს ძალით შეაჭამა გლეხებს.
ასევე სასტიკად ექცეოდნენ ადგილობრივ ოს მოსახლეობასაც, რომელიც იმჟამად აშკარად მხარში ამოუდგა ბაგრატიონ უფლისწულებს და ქართველებთან ერთად მედგრად იბრძოდა რუსული კოლონიალიზმის წინააღმდეგ. პირველი ანტირუსული შეთქმულება სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლებმა უკვე 1802 წელს მოაწყვეს, ვარაუდობდნენ თბილისში განლაგებული რუსული გარნიზონისა და ახალი ხელისუფლების სრულ ლიკვიდაციას. იგეგმებოდა იულონ ერეკლეს ძის გამეფებაც, მაგრამ ეს შეთქმულება ჩაიშალა. 1804 წელს აჯანყდნენ მთიულეთის გლეხები, რომლებმაც ვეღარ აიტანეს რუსი სამხედროების ბარბაროსული თარეში და მათი ოჯახების შეურაცხყოფა. ამ აჯანყებას შეუერთდნენ ბაგრატიონი უფლისწულებიც.
ავტორი:

Комментариев нет:
Отправить комментарий