Страницы

воскресенье, 10 августа 2014 г.

რუსეთის მიერ საქართველოს ინკორპორაცია - ბაგრატიონების გასახლება


რუსეთის იმპერატორი ვარაუდობდა, რომ საქართველოს დაპყრობა გაუძნელდებოდა, თუ კი ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლები საქართველოში დარჩებოდნენ. მისი აზრით, ეს შეიცავდა საფრთხეს, რომ ყველა შესაძლო შემთხვევაში ბაგრატიონი უფლისწულები ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგებოდნენ სათავეში და ამით ძლიერ შეაფერხებდნენ რუსეთის კავკასიაში დამკვიდრების პროცესს.
სანქტ-პეტერბურგის ზამთრის სასახლიდან საქართველოს ახალი რუსული ადმინისტრაციისაგან მკაცრად მოითხოვდნენ დაპირებებით, დიდი ფულადი პენსიებით, სხვადასხვა პრივილეგიებით უზრუნველეყოთ ბაგრატიონი უფლისწულებისა და მათი ოჯახის წევრების რუსეთში ან ნებაყოფლობით, ან ძალის გამოყენებით გადასახლება.პირველ რიგში საკითხი დადგა დარეჯან და მარიამ დედოფლების გასახლებაზე. დარეჯანი მძიმე ავადმყოფი იყო, ხოლო მარიამი, საქართველოს უკანასკნელი დედოფალი, სამშობლოდან წასვლაზე დათანხმდა. მაშინ გენერალმა ლაზარევმა სასახლიდან ავადმყოფი დედოფლის ძალით გამოყვანა მოინდომა. დედოფალთან მისი მცირეწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ. როცა ლაზარევმა უხეშად დაარღვია ღვთით კურთხეული პერსონის სამეფო ღირსება და ხელი შეახო ქართლის დედოფალს, ის, ხანჯლით განგმირული, მის ფეხებთან დაეცა.დედოფალმა განაცხადა, რომ უღირსი გენერალი მან თვითონ განგმირა. დედოფალი მარიამი რუსეთის ერთ-ერთ მონასტერში გამოკეტეს.რუსეთში ძალით გაასახლეს სამეფო ოჯახის ერთი ნაწილი. ბევრი ბატონიშვილი დაიფანტა - ზოგი ერანში ზოგი იმერეთში, ზოგიც მთაში გაიქცა და ანტირუსულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში.

ავტორი:

Комментариев нет:

Отправить комментарий