ინეტრნეტ რესურსი Stars and Stripes, პენტაგონის წამრომადგენელ სტივ უორენზე დაყდნობით, ავრცელებს ინფორმაციას აშშ-ს საჰაერო ძალების 493 ესკადრილიის ბულგარეთში გაგზავნის შესახებ. უორენის განცხადებით ესკადრილია ინგლისში დისლოცირებულ საჰაერო ძალების ბაზა
Lakenheath-დან ბულგარეთში, "Graf ignatiev"-ის საჰაერო ბაზაზე, 180 თანამშრომელთან ერთად ჩავიდა. ესკადრილიის შემადგენლობაში F-15 ტიპის ბომბდამშენებია.
უორენის განცხადებით, მიმდინარე წლის 18 აგვისტოდანდან 1 სექტემბრამდე, ბულგარეთის საჰაერო ძლაებთან ერთად უნდა გაიმართოს საჰაერო წვრთნები.
გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასულია რომ საჰაერო ძალების ეს გადაწყვეტილება ასევე უკავშირდება უკრაინის მოვლენებს და რუსეთის ქმედებები ბადებს ეჭვს რომ იგეგმება დესტაბილიზაციის კერების შექმნა, დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც. შესაბამისად გამოცემის თანახმად ბულგარეთის საჰაერო ძალებისა და აშშ-ს ერთობლივი წვრთნები, მიმართულია სწარფი რეაგირების ძალების, მობილობის გაზრდისა და მხადყოფნის ამაღლებსაკენ.
იმ ფონზე რომ დასავლურ მედიაში თითქმის ყოველდღიურად ჩნდება რუსეთის სამხედრო კოლონების მიერ, რუსეთ-უკრიანის საზღვრის გადაკვეთის ფოტო და ვიდეო მასალა, დასაველთის ქმედებებიც უფრო კნკრეტული გახდა.
წუხელ გვიან ღამით უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ დასახლებულ პუნქტ ანტრაციტში, უკრიანული ანტიტერორისტული ძალები რუსულ რეგულარული არმიისა და დონის კაზაკებისგან შემდგარ სამხედრო შენაერთს გადააწყდნენ.
რუსულ ინტერვენციაზე საპასუხოდ NATO და აშშ-ს სამხედრო ძაელბი, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დამატებით ძალებს აგზავნიან. გარდა ძალების დამატებისა, შეინიშნება სწრაფი რეაგირების ძალების გახშირებული წვრთნები. ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობა არც მალავს რომ ასეთი აქტივობა რუსეთის ქმედებებს უკავშირდება და ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ.

Комментариев нет:
Отправить комментарий