Страницы

вторник, 19 августа 2014 г.

რუსეთის ქ.ივანოვოდან კიდევ ერთი სამხედრო კოლონა დაიძრა უკრაინისაკენ! (ფოტო/photo)

ერთერთი ფესიბუკ მომხარებელი галина старикова ქალაქ ივანოვოდან, აქვყნებს ფოტო ფაქტს თუ როგორ მიემგზავრება უკრაინაში კიდევ ერთი სამხედრო კოლონა. ყველაზე საინტერესო ამ ინფორმაციაში არის ის რომ გალინას მეგობარმა, რომელმაც ქვემოთ მოცემული ფოტოები დაგაიღო, სამხედროებთან საუბრისას გაარკვია
რომ ბრძანების მიხედვით, სამხედროებს დაავალეს ზამთრის აღჭურვილობა და ტანსაცმელი წაიღონ. გეზი კი უკრაინისაკენ უჭირავთ. რაც იმაზე მიუთითებს რომ რუსეთი, მოკლე დროში არ აპირებს უკრაინის აღმოსავლეთით ხანძრის ჩაქრობას.
ნელნელა ინტერნეტის რუსულ სეგმენტში, ჩნდება უბრალო მოქალაქეების კომენტარები და სტატუსები დაღუპულების ჩუმად, თითქმის საიდუმლო დკრძალვების შესახებ. 
უცნაური მდგომარეობაა! მთელმა დედამიწამ იცის რომ უკრაინის ანტიტერორისტული ძალები ებრძვიან რუსულ არმიას და მხოლოდ რუსული მედია და კრემლი არ აღიარებენ ამ ფაქტს. უცნაურობა კი იმაში მდგომრეობს რომ კრემლის მესვეურთ, რატომღაც სჯერად რომ მთელი დედემიწა დაბრმავდა და დაყრუვდა. ვერ გაითვალსიწინეს ინტერნეტის ფაქტორი რომ მიუხედავად გამკაცრებული კონტროლისა, გაღწევა ყოველთვის შეიძლება და ინფორმაცია გაჟონავს. რუსეთის ქმედებაში კარგად შეინიშნება იმ ძველი კადრების გავლენა რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ თანამედროვე კომუნიკაციის შესაძლებლობების შესახებ და იღებენ ისეთ "კონსპირაციულ" გადაწყვეტილებებს, რომელიც ადვილი შესამჩნევი ხდება რიგითი მოქლაქისთვის. შესაბამისად კი ის რიგითი მოქლაქე სციალურ ქსელში წერს ან აქვეყნებს მოვლენის ამსახველ მასალას, რომელიც მთელი დედამიწისთვის ხდება ხელმისაწვდომი.

ფოტოები გადაღებული გუშინ 18 აგვისტოს ქ.ივანოვოში








Комментариев нет:

Отправить комментарий