ანტიტერორისტულ სპეცოპერციაში მონაწილე მე-11 ბრიგადის მებრძოლის განცხადებით, ლუგანსკის ოქლში დასახლებულ პუნქტს ანტრაქციტთან, რუსლი რეგულარული არმიის შენაერთს გადააწყდნენ და მათ შორის შეტაკება მიმდინარეობს. ინფორმაცია მე-11 ბრიგადის მებრძოლმა gazeta.ua-ს
მიაწოდა. მაბრძოლის განცხადებით რუსულ არმიის შენაერთს ჯავშანტექნიკა და საარტილერიოს დანადგარები აქვთ. ასევე მისი განცხადებით რეგულარულ არმიასთან ერთად იმყოფებიან "დონის კაზაკები". მებრძოლის განცხადებით რომლის სახელი და გავრი არ სახელდება, რუსებსა და უკრიანელებს შორის შეტაკება მიმდინარეობს.
ასევე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ უკრიანული ანტიტერორისტული ძალები ლუგანსკის ცენტრში შევიდნენ. მოცემულ მომენტში მიმიდინარეობს ქალაქის ტერორისტებისგან გაწმენდის ოპერაცია.
გარდა ლუგანსკისა, ბატალიონებმა "დონბასმა" და "დნეპრმა" ქალაქი ილივაისკი აიღეს და ქალქის თავზე უკრაინული დროშა აღმართეს. ბატალიონ "დონბასის" მებრძოლების განცხადებით შეტევისას ტერორისტებმა გამოიყენეს "გრადისა" და "ურაგანის" საარტილერიო სისტემები. მიუხედავად გააფთრებული წინააღმდეგობისა ქალქში შესვლა მაინც მოახერხეს. შეტევა ქალაქზე ათი მიამრთულებიდან მიდიოდა. გავრცელებული ინფორმაციი "დონბასს" დანაკარგი არ აქვს, დაღუპულია "დნეპრის" რამდენიმე (რაოდენობა არ კონკრეტდება) მებრძოლი.



Комментариев нет:
Отправить комментарий