Страницы

воскресенье, 17 августа 2014 г.

რუსეთის მიერ საქართველოს ინკორპორაცია - რუსეთის კავკასიური ომები

კავკასიის ათვისება რუსეთს ძვირად დაუჯდა. თითქმის მთელი საუკუნის მანძილზე ის ეწეოდა მომქანცველ ბრძოლებს თავისი პოზიციის დასამკვიდრებლად როგორც ჩრდილო, ისე სამხრეთ კავკასიაში. ამ საქმეში მისი განუწყვეტელი კონკურენტები იყვნენ: პირველ რიგში ერანი ოსმალეთი, და შემდეგ: მათ უკან მდგომი ინგლისი და საფრანგეთი, რომლებიც ვერ ურიგდებოდნენ რუსეთის დამკვიდრებას ახლო აღმოსავლეთში და ყველა შესაძლო
საშუალებით ამ პროცესს აფერხებდნენ. ერანთან და ოსმალეთთან რუსეთს კავკასიისათვის რამდენიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა. ესენი იყო 1805 - 1813 და 1806 - 1812 წლების ომები, რომლის დროს მეფის რუსეთმა წაართვა სუვერენიტეტი ერანს აღმოსავლეთ კავკასიის სახანოებზე (განჯაზე, ყუბის სახანოზე და ა.შ.). უფრო მოგვიანებით 1826 - 1829 წლების ომების დროს გენერალმა და კავკასის მთავარმართველებმა გრაფმა პასკევიჩმა აიღო ერევნისა და ნახჭევნის სახანოები. ქართველმა გენერალმა ერისთავმა რუსეთის ჯარებით თავრიზიც კი აიღო და საკმაოდ წინ წაიწია ერანის სიღრმეში, მაგრამ რუსეთის სრულუფლებიანი, წარმომადგენლის, ალექსანდრე ჭავჭავაძის სიძის ა. გრიბოედოვის მოუზომელმა დიპლომატიურმა და ერანელების მიმართ შეურაცმყოფელმა ქმედებამ ერანში ისეთი ანტი რუსული აჯანყება გამოიწვია, რამაც რუსეთის დიპლომატიური მისია მთლიანად გაანადგურა. დაიღუპა თვით ალექსანდრე გრიბოედოვიც. ქართველმა ნათესავებმა ის თბილისის მამა დავითის ტაძრის ეზოში დაკრძალეს (ამის შემდეგ ეს ადგილი ქართული მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა განსასვენებელი გახდა და მას ეწოდა მთაწმინდის პანთეონი).


   თურქეთთან წარმოებული ომის შემდეგ 1829 წელს რუსეთმა შეიერთა ძველი ქართული ტერიტორიები: ფოთი, ახალქალაქი და ახალციხე. ამ ომების შედეგი ისიც იყო, რომ მიღწეული შეთანხმებით ადგილობრივი ქართველი მაჰმადიანი მოსახლეობა იძულებული გახდა, თურქეთში გადასახლებულიყო, ხოლო მათ ადგილზე საქართველოს გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე ჩამოასახლეს ბერძენი, სომხები. თუ 1828 წლამდე ამ ტერიტორიებზე მოსახლეობის 90 პროცენტი ქართველი იყო, 1830 წელს აქ უკვე 30 ათასი ქრისტიანი სომეხი, 1.859 ქართველი და 10 ათასი მუსლიმანი ქართველი ცხოვრობდა.


   სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ რუსებს ჩრდილო კავკასიის მთიელები: ჩეჩნები, ინგუშები, ყაბარდოელები, დაღესტნელები, რომლებიც ვერ ურიგდებოდნენ რუსების ექსპანსიას და პერმანენტულ ომს აწარმოებდნენ თავისუფლებისათვის. ეს ბრძოლები განსაკუთრებით შეურიგებელი გახდა მას შემდეგ, რაც ჩრდილო კავკასიაში შეიქმნა იმამატი - სამხედრო - თეოკრატიული სახელმწიფო იმამ შამილის მეთაურობით. მან არა ერთხელ საგრძნობი სამხედრო დამარცხება მიაყენა რუსებს, მაგრამ 1859 წელს რუსებმა მაინც შეძლეს მისი გამაგრებული ციხესიმაგრის - ღუნიბის აღება. რუსეთმა კავკასია დაიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სერიოზული სამხედრო დამარცხება განიცადა ყირიმის ომში (1853 - 1856), რაც ფაქტობრივად რუსეთ - თურქეთის ომიდან გადაიზარდა რუსულ - ევროპულ სამხედრო დაპირისპირებად, რუსეთმა მაინც მოახერხა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ კავკასიის მთიანეთში თავისი პოზიციაბის განმტკიცება და ეს მიწები თავის იურისდიქციას დაუქვემდებარა.

ავტორი:

Комментариев нет:

Отправить комментарий