Страницы

понедельник, 18 августа 2014 г.

ყაზახეთში ОДКБ-ს მაშტაბური წვრთნები იწყება!

18-22 აგვისტოს ყაზახეთში ყარაღანდის ოლქის "სლასკის" სასწავლო ბაზაზე, ОДКБ-ს წევრი ქვეყნების მაშტაბური წვრთნები "взаимодеиствие-2014" დაიწყება. რუსულ მედიაში გვარცელებული ინფორმაციით დღეისათვის სასწავლო ბაზაზე უკვე ჩასულია 3000 სამხედრო მოსამსახურე შემდეგი ქვეყნებიდან: ყაზახეთიდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან და ტაჯიკეთიდან.
წვრთნებზე ჩასული სამხედრო მოსამსახურეები ამ დროისთვის ეცნობიან იარაღის უახლეს ტიპებს და ვარჯიშობენ მათ გამოყენებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ძირითადი წვრთნების სცენარსა და დავალებებს, რომლის შესრულებაც მათ მოუწევთ, უშუალოდ წვრთნების დაწყების წინა დღეს გაეცნობიან. როგორც ირკვევა აღნიშული წვრთნების მთავარი მახასიათებელი სწორედ - მოულოდნელობაა.
რუსეთის თავდაცვის დაქვემდებარებაში მყოფი ინტერენეტ ტელევიზია ЗВЕЗДА-ს განმარტებით, ОДКБ-ს ძალების მთავრი დანიშნულება მოულოდნელი განგაშის პირობებში, გაერთინება და შემოტევის მოგერიებაა. 
აღნიშნული წვრთნების შესახებ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციაში, აღნიშული იყო რომ პირველად იქნება გამართული წვრთნები, ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ბრძოლის წარმოებაში. ასევე საინფორმაციო სისტემების კიბერ უსაფრთხოების დაცვასა და პირობითი მოწინააღმდიგის საინფორმაციო ცენტრებზე შეტევის განხორციელებაში. 
 წვრთნები მოულოდნელი არ არის და ის ყოველ წელს იმართება. გასულ წელს ასეთივე წვრთნებს ბელორუსიამ უმასპინძლა. ასევე ცნობილია რომ სექტემბერში გაიმართება კიდევ ერთი მაშტაბური წვრთნა ОДКБ-ს ეგიდით "чистое небо-2014".

Комментариев нет:

Отправить комментарий