დღეს დღის ბოლოს ბერლინში დაიწყო ოთხმხრივი შეხვედრა უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მინისტრების შეხვედრა "ბორზიგის" ვილაში გაიმართება. შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დაწყებმადე მინისტრებმა ბაღში გაისეირნეს, შემდეგ ელით სადილი და ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები.
მოლაპრაკებების თემა რა თქმა უნდა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, დონეცკსა და ლუგანსკში მშვიდობის დამყარება იქნება. ასევე განიხილავენ რუსული ჰუმანიტარული კოლონის საკითხს.
მოლოდინები შეხვედრის მიმართ მაინც და მაინც დიდი არ არის და მისი მნიშვნელობის გაზვიდებას ძირითადად რუსული მედია ცდილობს.
თუ რუსეთს უნდა რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს მაშინ ძალიან მარტივად შეუძლია ეს მოაგვაროს. საკმარისია მხოლოდ შეწყვიტოს ტერორისტებისათვის იარაღის მიწოდება და გაიწვიოს საკუთარი ქვეყნის მოქლაქეები რომლებიც ტერორისტების მხარეს იბრძვიან. ბოლო სამი დღის რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ ბადებს, რადგან მიუხედავად მისი ლიდერის ვლადიმერ პუტინის მშვიდობისმყოფელი მანტიის ფრიალისა, ყველამ კარგად დავინახეთ თუ რა რაოდენობისა და სიმძლავრის სამხედრო დანაყოფები შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე. ამას არ უარყოფენ არც ტერორისტები და აცხადებენ რომ მათ დიდძალი დახმარება მიიღეს რუსეთიდან.
მიუხედავად ყველაფრისა მოლაპარაკებებს მაინც ყოველთვის აქვს აზრი და ეს კონკრეტული შეხვედრა მაშინ შეიძენს აზრს, თუ რუსეთი იგრძნობს რომ ამ ოთხმხრივ ფორმატში ის ერთი სამის წინააღმდეგ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი შეეცდება მოიგოს დრო და გაწელოს დროში კონფლიქტი. ეს სცენარი მისთვის ყველაზე ნაკლებად მისაღებია. თუმცა სხვა შესაძლებლობა არ დარჩება თუ მსოფლიო ლიდერების მხრიდან იქნება კონრეტული, მკაფიო სიგნალები რომ მის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას მომავალი არ აქვს და ამით საფრთხის ქვეშ აყნებს თავად რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინ რუსეთისთვის მისაღები იქნება დონეცკსა და ლუგანსკში გაყინოს კონფლიქტი და გადაფაროს ყირიმის პრობლემა. ამასობაში კი მოახდენს ყირიმის ინტეგრირებას საკუთარ ფარგლებში და მოლაპრაებების საგანი დარჩება მხოლოს ზემოთ აღნიშული ორი რეგიონი. პარალელურად შესძლებს განახორციელოს, საქართველოში კარგად აპრობირებული "პასპორტიზაცია" და საბოლოო ჯამში გააკეთებს იგივეს რაც საქართველოში გააკეთა.
იმედია დასავლეთმა საქართველოს მაგალითი გაითვალსწინა და რუსეთთან პოლიტიკური ჭადრაკის თამაშს აღარ აპირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ დარჩებიან ბალტიის პირეთის ქვეყნები. სადაც არაა გამორიცხული, რუსეთმა შესძლოს პრორუსული ძალების მობილიზება და იგივე სცენარის გათამაშება. თუმცა მანამდე ყველაზე რეალური საფრთხის წინაშე მოლდოვა აღმოჩნდება, რომელსაც უკვე აქვს ერთი სეპარატისტული რეგიონი და გაგაუზიის სახით მეორე პრობლემას უღვივებს რუსეთი. უკრაინის მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტს ჰქონდა მცდელობა რუსეთის მიერ ინიცირებული საბაჟო კავშირში გაწევრიანების რეფერენდუმის გზით, რის გამოც გაგაუზიის მთელი პარლამენტი მოლდოვას პროკურატურაში იყო დაბარებული.

Комментариев нет:
Отправить комментарий