29 აგვისტოს ლატვიელმა სამხედროებმა, ბალტიის ზღვაში მათი ქვეყნის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს ოთხი რუსული სამხედრო გემი და ცაში ორი სტრატეგიული ბომბდამშენი ТУ-22М დააფიქსირეს. სტრატეგიულ ბომბდამშენებს ორი СУ-27 აცილებდა. ლატვიელები
განცხადებით ბოლო დროს რუსული თვითმფრინავები საჰაერო კონტროლის დისპეჩერებს არ პასუხობენ. მათივე თქმით უკვე წესად ექცათ რუსებს რომ გამორთული მოპასუხითა და ფრენის გეგმის გარეშე დაფრინავენ.
ზღვაში კი ლატვიის ტერიტორიული წყლებიდან 23 საზღავო მილის (მიახლოებით 45 კმ) მანძილზე, ერთი წყალქვეშა და სამი წყალს ზედა სხვადა სხვა დანიშნულების სამხედრო გემები დააფიქსირეს.
ლატვიელი სამხედროების განცხადებით ბოლო დროს რუსული სამხედრო ავიაციისა და ფლოტის აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა რის გამოც NATO-ს მეთაურობამ მიიღო გადაწყვეტილება, 12 რეაქტიული თვითმფრინავით გაძლიერდეს ლატვიის საჰაერო სივრცის პატრულირება.
ამ დროისთვის ლატვიის საჰაერო სივრცეს აკონტროლებს პოლონეთის, ბრიტანეთისა და დანიის საჰაერო ძალების 12 ეკიპაჟი.

Комментариев нет:
Отправить комментарий