რუსეთ-საქართველოს იმერეთის ომი (1819-1820) – ამ ომის მიზეზი რუსი საეკლესიო პირების იმერეთის მოსახლეობისადმი არასათანადო მოპყრობა იყო. ეს გამოიხატებოდა გადასახადებისა და შრომითი ბეგრის გაზრდაში. 1819 წელს დაიწყო საბრძოლო მოქმედებები და ქართველმა მეამბოხეებმა დაამყარეს
კონტროლი რაჭისა და იმერეთის ტერიტორიაზე. ქართველ მებრძოლებს თანაუგრძნობდა გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობაც, თუმცა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მუქარის გამო აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმას ვერ ბედავდა. იმერეთის მმართველმა პოლკოვნიკმა პუზირევსკიმ გურიის მთავრის ბიძას, ქაიხოსრო ბატონიშვილს ივანე აბაშიძის გაცემა მოსთხოვა. ქაიხოსრომ უარი განაცხადა. 1820 წლის აპრილს გურიაში რაზმით შესული პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. რუსთა რაზმმა უკან დაიხია. 1820 წლის მაისში რუსეთის იმპერიამ მოახდინა დამატებითი საოკუპაციო რაზმების მობილიზება და 1821 წელს გადამწყვეტ ბრძოლაში კვარას ციხესთან დაამარცხა მეამბოხეები, რის შემდეგაც მოახდინა რაჭის მშვიდობიანი სოფლების მასიური დარბევა. ასევე გენერალ ველიამინოვის მიერ არტილერიის გამოყენების გზით განადგურებულ იქნა გურიის სოფლები შემოქმედი, გრიგოლეთი და ნიგოზდიდი. სადამსჯელო ღონისძიებების შედეგად დაპატიმრებულ იქნა 70 კაცზე მეტი, რომელთაგან 10 სიკვდილით იქნა დასჯილი. ქართულ ისტორიოგრაფიაში გარდა ტერმინისა იმერეთის „აჯანყება“, ფართოდ გამოიყენება ტერმინი საეკლესიო აჯანყება. აღსანიშნავია, რომ არც საქართველოს სამოციქულო ეკლესიას არასდროს არ აღუნიშნავს რუსეთ-საქართველოს იმერეთის ომის რაიმე მრგვალი თარიღი.
ავტორი:

Комментариев нет:
Отправить комментарий