Страницы

суббота, 30 августа 2014 г.

ილოვაიკსთან მიმდინარე შეტაკებების ახალი ვიდეო კადრები! (ვიდეო/video)

29 აგვისტო უკრაინული არმიისთვის მძიმე დღე იყო. ყველაზე დიდი დანაკარგი ილოვაისკთან განიცადეს. ალყაში მოყოლილი მოხალისეთა ბატალიონები მოწყვეტილები აღმოჩდნენ ძირითადი ძალებისგან და მათი განცხადებით რუსულ არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ. გავრცელდა ინფორმაცია რომ ტერორისტები და რუსები
ჰუმანიტარულ კორიდორს გახსნიდნენ ალყაში მოყოლილთა გასასვლელად და გახსნეს კიდეც მაგრამ როგორც კი კოლონამ გამოსვლა დაიწყო არტილერიით დაბომბეს. არიან დაღუპილები და ძალიან ბევრი დაჭრილი. გავრცელებული ინფორმაციით 29 აგვისტოს დილით ტერორისტებმა აულტიმატუმი წაუყენეს უკრაინელებს დაეყარათ იარაღი და დაეტოვებინათ ტექნიკა, მხოლოდ ამ შემთხვევაში პირდებოდნენ უვნებლად გაშვებას. მეთაურებმა უარი განაცხადეს დანებებაზე და ბრძოლა განაგრძეს. ალყის გამო დაჭრილები ვერ გაჰყავდათ ბრძოლის ველიდან და დროებითი ცეცხლის შეწვეტის დროს, ისინი რუს მედესანტეებს გადასცეს. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია რომ რამდენიმე ათეული უკრაინელი მებრძოლი ტყვედ ჩაბარდა. გვიან ღამით ტერორისტებმა მეორე ულტიმატუმი წაუყენეს და დარჩნილ ძალებს დღეს დილი 6 საათამდე მისცეს ვადა გავიდნენ ალყიდან. უკრიანელები შიშობენ რომ ტერორისტები იგივეს ჩაიდენენ და კოლონას ისევ დაბომბავენ.
 მძიმე ვითარებაა ფრონტის სხვა მიმართულებებზეც, ვრცელდება ინფორმაცია რომ რუსული არმიის შენაერთები და ტრორისტები მარიუპოლის მიმართულებით შეტევის დაწყებსითვის ემზადებიან:

Комментариев нет:

Отправить комментарий