Страницы

вторник, 5 августа 2014 г.

ევროპული ბიზნესი ირანის ბაზარს ითვისებს

რუსეთთან უკრაინის გამო გაუარესებuლი ურთიერთობების გამო, ევროპული ბიზნეს სექტორი და ამთ შორის ყველაზე მეტად გერმანული კომპანიები, ცდილობენ ურთიერთობების აწყობას ირანთან. მიუხედავად სანქციებისა ამ დროისთვის ირანის ტერიტორიაზე უკვე მუშაობს 100 გერმანული კომპანიის ოფისი. ათასზე
მეტი კი სავაჭრო წამორმადგენლობების მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას. სანქციების პირობებში გერმანიასა და  იარანს შორის ბრუნვა 1,85 მილიარდი ევროა. გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის თავჯდომარის ვოლკერ ტრიერი მიიჩნევს რომ ირანი, ისეთივე ინტერესს წამროადგენს გერმანიისათვის როგორც თუქრქეთი და ამ უკანასკნელს შესაძლებლოებებით არ ჩამოუვარდება. მისი განცხადებით თუ მოხდება ირანის მიმართ დაწესებული სანქციების შესუსტება, ევროკავაშირის ქვეყნებსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინასწარი მონაცემებით ათ მილიარდ დიოლალარმდე გაიზრდება.
 ევროაკავშირის ბიზნეს სექტორის თავშეკავებულობა ირანთან მიმართებაში, განპირობებულია აშშ-სთან ურთიერთობების გაფუჭების პერსპექტივით და მათ მიერ დაწესებული სანქციების მოქმედების ქვეშ მოქცევით. კონკრეტულად აშშ გერმანიისათვის რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია და ამხელა ბაზრის დაკარგვა არცერთ საერთაშორისო მაშტაბის კომპანიას არ აწყობს. 
 რუსეთის იზოლირებით ევროპა და ყველაზე მეტად გერმანია, დიდი რისკის წინაშე დგება რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ბაზარი განაპირობებს სამასიათასამდე სამუშაო ადგილის არსებობას გერმანულ საწარმოებში. შესაბამისად მისი ერთბაშად გამორიცხვა დიდი პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომაც გერმანული და სხვა ევროკავშირის ქვეყნების ბიზნეს სექტორები, ცდილობენ ბაზრის დივერსიფიცირებას და მოსალოდნელი დეფიციტის უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზაციას.
რამდენიმე დღის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ს მხრიდან, ირანის მიმართ დაწესებული სანქციათა ნაწილის მოქმედების შეჩერების შესახებ, რომელიც აუცილებლად მისცემს ევროპულ ბიზნესს მოტივაციას აითვისოს ირანის ჩაკეტილი ბაზარი და საწარმოო რესურსი.  

Комментариев нет:

Отправить комментарий