ოსი სეპარატისტების პრესა სიხარულით იტყობინება რომ მომავალი სასწავლო წლიდან, ახალგორის რაიონის ქართულ სკოლებში, მოსწავლეები ახალ ისტორიის სახელმძღვანელოს მიიღებენ. სეპარატისტების ე.წ. განათლების მინისტრი მარინა ჩიბიროვა
სააგენტოს უყვება იმ სიძნელეების შესახებ რომელიც ამ სახელმძღვანელოს შექმნისას გადალახეს. ჩიბიროვას განცხადებით ახალგორის რაიონის (რომესალც თავდ ლენინგორს უწოდებენ), ადმინისტრაციის წინა ხელმძღვანელი, არ თანხმდებოდა სახელმძღვანელოს შეცვლაზე და მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის უფროსის მოსვლის შემდეგ მიაღწიეს შეთანხმებას. საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო ამოღებული იქნება სასკოლო სახელმძღვანელოებიდან და მის ნაცვლად ე.წ. "სამხრეთ ოსეთი" ისტორიას ისწავლიან. ე.წ. განათლების მინისტრის განცხადებით სახელმძღვანელოების შეცვლა გადაწყდა იმიტომ რომ მე-5, 8, 9 და მე-11 კლასების სახელმძღვანელოში ისტორია პროქართული თვასაზრისით იყო წამროჩენილი და "რეალობას" არ ასახავდა. დანარჩენი კლასების სახელმძღვანელოები, მისი თქმით პრობელმას არ წარმოადგენე რადგან იმ სახელმძღვანელოებში აღწერილია შუა საუკენეები და უფრო ადრინდელი პერიოდი ანუ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა იქ არ არის აღწერილი და ამიტომ შეიძლება გაწონასწორებულად ჩაითვალოს.
გარდა ასეთი პრობლემებისა ე.წ. მინისტრის თქმით ყვეალზე დიდი პრობლემას ქართულის მცოდნე სპეციალტების ძებნისას წააწყდნენ. მთელს ოკუპირებულ ტერიტორაზე არ ყოფილა ქართული კლავიატურის და როგორც ე.წ. მინისტრი ამბობს, პროფესიონალურ დონეზე ქართული ენის მცოდნე. ბოლოს ასეთი "სპეციალსიტისთვის" მიუგნიათ ისევ ახალგორის რაიონში, ქართული სკოლის ისტორიის პაედაგოგ, ვინმე ქეთევან იკოევისთვის რომელმაც აკრიფა სახელმძღვანელოს ტექსტი. სახელმძღვანელო ამჟამად სტამბისთვის აქვთ გადაცემული და ე.წ. მინისტრის თქმით 1 სექტემბერს მოასწრებენ დაბეჭვდასა და მოსწავლეებისათვის დარიგებას.
საპრატისტების განათლების მინისტრი ასევე სიხარულით აღნიშნავს რომ მომავალ წელს, ასევე იგეგემება ახალგორის ქართული სკოლებისთვის, რუსეთის ისტორიის თარგმანი ქართულ ენაზე და ამ საქმესაც იგივე ქეთევან იკოევი ითავებს.
სულ ახალგორის რაიონში 11 სკოლაა, აქედან 5 ქართული და 6 ოსური. არ ვიცი ამ ფაქტს გამოეხმაურა თუ არა საქართველოს განათლების სამინისტრო მაგრამ წესით უნდა გამოხმაურებოდა.

Комментариев нет:
Отправить комментарий