ალბათ არ სჭირდება იმ მდგომარეობას აღწერა და შეფასება, რომელიც რუსეთის ირგვლივ არის შემქნილი, თავისივე აგრესიული პოლიტიკის გამო მეზობლებთან მიმართებაში. ვფიქრობ არც იმას უნდა ზედმეტი შეხსენება რომ ნახევარმა დედამიწამ რუსეთის წინააღმდეგ
სანქციები დააწესა და ყველა შეასძლო შეზღუდვა აამოქმედა რომელიც კი ამ დროისთვის იყო შესაძლებელი. რა თქმა უნდა კიდევ ბევრი აკრძალვისა და შეზღუდვის ამოქმედება შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ მაგრამ გასული წლების განმავლოაბში, დასავლეთის მხრიდან მცდელობები, ინტეგრირებულიყო მსოფლიო ეკონომიკაში რუსეთი, არ იძლევა ასე სწრაფად, დანაკარგების გარეშე ამის გაკეთების შესაძლებლობას და გარკვეული დრო სჭირდება დასავლეთს რუსეთის სრულ იზოლაციაში მოქცევისთვის.
მოკლედ რასაც არ უნდა აკეთებდეს და ელოდებოდეს დასავლეთი, ჩვენ საქართველო, მის გვერდით უნდა ვიდგეთ და მხარს ვუჭერდეთ იმ პოლიტიკის გატარებაში, რომელისაც რუსეთის მიამრთ ატარებენ. ამას ძალიან ბევრი ობიექტური მიზეზი აქვს და ერთერთი დაინტერესებული მხარე, რუსეთის დამარცხებაში ნამდვიალდ უნდა ვიყოთ. ასევე ზედმეტად მიმაჩნია იმ მიზეზთა ჩამოთვლა, რომელთა გამოც ჩვენ ანტირუსული პოზიცია უნდა გვეკავოს, მით უმეტეს დღეს შექმნილი სიტუაციის კონტექსტში.
ისიც გასაგებია რომ ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლება, მოსვლის დღიდან ცდილობს, რუსეთის მაამებლური (სხვას ვერც ვუწოდებ) პოლიტიკის წარმოებას მაგრამ აქაც სამარცხვინო მარცხი განიცადა და ვერ მიაღწია საწადელს. ჩემი ღრმა რწმენით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი სწრაფად შედეგის მომტან და ეფექტურ ეკონომიკაზე ლაპარაკობდა, გულისხმობდა და დიდ იმედს ამყარებდა იმაზე რომ რუსეთთან წალაქუცებით, გაახსნევინებდა რუსებს ბაზარს და ქართველები უცბად იშოვიდნენ ფულს. ძირითადი გათვლა მაინც სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ქონდა და ამაშიც მწარედ ცდებოდა და ეხლაც ცდებიან, როდესაც საქართველოს აგრარულ ქვეყანად ასაღებენ. ეს ასე არ მოხდა რადგან რეალურად საქართველოს ეკონომიკას არა მარტო ციფრები, წმინდა ეკონომიკური ფაქტორები და სოფლის მეურნეობის პროდუქტები, არამედ მნიშვნელოვანწილად პოლიტიკური ფაქტორები განაპირობებდნენ და განაპირობებენ დღესაც. აღნიშული პოლიტიკური ფაქტორები კი არავითარ კავშირში არ არიან რუსეთთან და ისინი ძალიან მჭიდროდ, იმაზე მეტად მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი დასავლეთთან, ვიდრე რუსეთში ბიზნესის წარმოებაში ჭიპმოჭრილ, ეკონომიკის "პროფესორ" ივანიშვილს ეგონა. იმისათვის რომ დღევანდელი საქართველოს ეკონომიკა რუსულ ბაზარზე გადააწყონ, პირველ რიგში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი უნდა მოშალონ. სწორედ ამ პროცესს ვადევნებთ ეხლა ჩვენ თვალს და ბოლო რამდენიმე დღეა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის წინაშე აღმოჩდნენ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფალნი.
მიმდინარე წლის 31 ივლისს, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა რისეთისათვის სექტორალური სანქციების დაწესების შესახებ მიღებული რეზოლუცია, სადაც ასევე შეტანილია მოწოდება მესამე რიგის ქვეყნებისთვის, მიიღონ რუსეთის მიმართ ინდივიდუალური სანქციები. რა თქმა უნდა აქ ძალდატანებაზე ლაპარაკიც ზედმეტია მაგრამ პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა, გარკვეულ წილ ვალდებულებას წარმოშობს ისეთი ქვეყნების მხრიდან როგორიც ვართ ჩვენ და სავარაუდოდ მოლოდინებიც უნდა გასჩენოდათ ევროპელ ლიდერებს რომ სანქციათა ამ აქციას, რუსეთის პოლიტიკით ერთერთი პირველი და მეტად დაზარალებული საქართველოც შეუერთდებოდა. უკვე მეხუთე დღე მიდის და ამ მიმართულებით რაიმე კონრეტულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. იმ მოკლე წარსულის გათვალისწინებით კი რომელიც ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს, სავარაუდოდ ვერც დავინახავთ და საინტერესოა არგუმენტი რომელსაც მოვიმენთ. იმედია ამ საკითხს რომელიმე ჟურნალისტი სადმე წამოჭრის და ძალიან არ მინდა ისეთივე პოზიცია მივიღოთ, როგორიც პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილმა უკრაინის კრიზისის მიამრთ გააჟღერა.
ამ პოლიტიკის კრახი კი იმაში მდგომარეობს რომ ქვეყანა ორი მხრიდან ზარალდება - ერთი ის რომ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლიენობის აღდგენის პროცესი უკევ კრიტიკის საბაბი ხდება და მეორე ის რომ საერთო მოქმედებაში, ჩვენი უპირატესი პარტნიორების მხარეს არ ვიჭერთ. ხოლო რუსეთის მხრიდან ძალიან ბევრი დამამცირებელი ქმედება იქნება ასატანი იმიასთვის რომ ეკონომიკის პროფესორ ივანიშვილის იდეა განხორციელდეს, რომელიც უშედეგოდ ვერ ჩაივლის თავად ქვეყნის შიგნით და კიდევ ერთი ხელისუფლების ცვლის არადემოკრატიული პროცესი, რამდენიმე ათეული წლით დასწევს უკან ქვეყნის განვითარებას.
ყოველივე ზემოთ თქმული კი ჩვენთვის სიკეთის მომტანი არა მგონია იყოს თუ რა თქმა უნდა - ამღვრეულ წყალში ღლავის ადვილად დაჭერის! მტკიცებულების ერთგულნი არ ვართ (რომელნიც სხვათაშორის ბოლო დროს მრავლად გამოჩნდნენ).
ყოველივე ზემოთ თქმული კი ჩვენთვის სიკეთის მომტანი არა მგონია იყოს თუ რა თქმა უნდა - ამღვრეულ წყალში ღლავის ადვილად დაჭერის! მტკიცებულების ერთგულნი არ ვართ (რომელნიც სხვათაშორის ბოლო დროს მრავლად გამოჩნდნენ).

Комментариев нет:
Отправить комментарий