Страницы

вторник, 26 августа 2014 г.

კიევში აღლუმზე გამოყვანილი ტექნიკის ნაწილი უკვე ფრონტზეა!

უკრაინის ეროვნული გვარდიის შტაბის განცხადებით, დაპირებისამებრ აღლუმში გამოყენებული ტექნიკის ნაწილი უკევე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაშია. გავრცელებული ინფორმაციით გვარდიამ უკვე მიიღო ქალაქის ბრძოლებისათვის აუცილებელი
შეჯავშნული მანქანა "კუგუარი" და სამეცნიერო კვლევითი ცენტრ "პრაქტიკა"-ს მიერ მოდერნიზებული შეჯავშნული "კრაზები", რომელიც პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირებისთვისთვის გამოიყენება. ასევე ანტიტერორისტულ ძალებს გადაეცათ ტანკები (რაოდენობა და მოდელი არ კონკრეტდება).
უახლოეს დღეებში ტექნიკის მეორე ნაწილი გაიგზავნება სპეცოპერაციის ზონაში. მას შემდეგ რაც ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში ბრძოლები დასახლებულ პუნქტებში მიმდინარეობს, ოპერაციაში მონაწილე მებრძოლები გამუდმებით ითხოვდნენ, ბრონირებულ ტექნიკას ქუჩების ბრძოლისათვის. ისმოდა ბრალდებები სატანკო ქარხნებისა და ხელისუფლების მიმართ რომლებიც არ აწვდიდნენ მებრძოლებს საჭირო ტექნიკას. რამდენიმე დღის უკან სავარაუდოდ ამის გამო დააკავეს სამი საწარმოს ხელმძღვანელი, რომელთაც უკრიანული არმია უნდა უზრუნველეყოთ შეიარაღებითა და ბრონირებული ტექნიკით, მათ შორის ხარკოვის სატანკო ქარხნის დირექტორიც.  

Комментариев нет:

Отправить комментарий