დღეს საღამოს ყირგიზ და ტაჯიკ მესაზღვრეებს შორის შეარაღებული შეტაკება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით რომელიც მედიამ თვითმხილველების მონაწყოლის მიხედვით გავრცელა, თავდაპირველი კომფლიქტი მესაზღვრეებს შორის სიტყვიერი შეურაწყოფით დაიწყო, შემდეგ კი შეაირაღებულ დაპირსპირებაში აგდაიზარდა. როგორც თვითმხილველი ამბობს სროლა ნაღმტყორცნებიდანაც მიდიოდა.
შეტაკების ადგილი ლეილეკსკის (ყირგიზეთი) რაიონში მშენებარე მაკსატ-კულუნდის მშენებარე ავტომაგისტრალზე არსებულ სასაზღვრო პუნქტზე მოხდა. პუნქტის მორიგეებს შორის დაწყებული კონფლიქტს დამხმარე ძალებიც შეუერთდნენ ტაჯიკების მხრიდან. ამ წუთებში სროლის ხმა აღარ ისმის. თვითნმხილველის თქმით ტაჯიკების მხარეს დაშავებულები ან დაღუპულები არ უნახავს. არც ყირგიზები ავრცელებენ ინფორმაციას ინციდენტის შედეგად დაშავებულების შესახებ. ცნობილია მხოლოდ ის რომ ორივე მხარეს ინციდენტის შემდეგ დამატებითი სამხედრო ძალებია მობილიზებული და ორივე რესპუბლიკის მთავრობები საგანგებო თათბირებს მართავენ.
რამდენიმე წუთის წინ ყახაზურ მედიაში დაიწერა კონფლიქტის მიზეზი, რომელიც მშენებარე ავტომაგისტრალის ერთერთ მონაკვეთზე სასაზღვრო საგუშაგოს მონტაჟის გამო მომხდარა. საგუშაგო რომელიც ყირგიზმა მსაზღვრეებმა ააშენეს არ მოეწონათ ახლომახლო დასახლებული პუნქტ ოვჩა-კალაჩას მაცხოვრებლებს და ბულდოზერებით მიადგნენ დასანგრევად. სწორედ ამის გამო დაწყებულა კონფლიქტი.
ყირგიზეთის საზღვრის დაცვის სამსახური ადასტურებს საზღვარზე არსებულ დაძაბულობას და აცხადებს რომ ორივე მხარეს დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში მზადყოფნაა გამოცხადებული.

Комментариев нет:
Отправить комментарий