Страницы

вторник, 26 августа 2014 г.

ლუგანსკის ოლქში კიდევ ერთი რუსული სამხედრო კოლონა შევიდა!

საინფორმაციო სააგენტო "unian.net" ავრცელებს იმფორმაციას ლუგანსკის ოლქში, კერძოდ სუხოდოლსკში კიდევ ერთი რუსული არმიის კოლონის შესვლის შესახებ. ინფორმაცია საგენტოს კორესპონდენტს, ადგილობრი საზოგადოებრივი მოძრაობის "права справа"-ს ხელმძღვანელმა დიმიტრი
სნეგირიოვმა მიაწოდა, რომელსაც რუსეთის მხრიდან დიდი სამხედრო კოლონის შესვლის შესახებ ინფორმაცია, ადგილობრივმა მოსახლეობამ და მისივე ორგანიზაციის აქტივისტებმა მიაწოდეს. ადგილობრივების განცხადებით კოლონა 25 აგვისტოს 22:00-ზე შენიშნეს და მის შემადგენლობაში იყო: 21 ტანკი, 6 საარტილერიო დანადგარი "град"-ი, 12 ჯავშანტრანსპორტიორი (БТР), 18 სატვირთო/სატრასნპორტო "камази" და 2 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "ОСА". 
შეიძლება ითქვას რომ რუსეთ, უკრაინის მიმართ ღია აგრასიაზე 25 აგვისტოდან გადავიდა. გარდა 25 აგვისტოს რუსული არმიის ნაწილის მიერ, მარიუპოლის მიამრთულებით განხორციელებული წარუმატებელი შტევისა ნოვოაზოვსკიდან, რამდენიმე ათეული შემთხვევა იყო მცირე ჯგუფების მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობის. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რუსული არმიის საჰაერო სადესანტო ძალების 10 მებრძოლის ტყვედ აყვანის შესახებ. დღის ბოლოს კი გავრცელდა ბატალიონ "ДОНБАС"-ს მეთაურის სემიონ სემენჩენკოს მიმართვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრისა და ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ხელმძღვანელობის მიმართ, რომელშიც ის აცხადებს რომ ფრონტზე მძიმე მდგომარეობაა:პოსტი by Семен Семенченко.


Комментариев нет:

Отправить комментарий