31 აგვისტოს პუტინი გამოვიდა ინიციატივით დაიწყოს მოლაპარეკებები, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მოქმედ ტერორისეტბსა და ხელისუფლებას შორის. თავი ინიციატივაში პუტინი ამბობს რომ "ამბოხებული" რეგიონებისთვის სახელმწიფოებრიობის შემქნის შესაძლებლობა უნდა განიხილონ და შეჩერდეს სისხლისღვრა.
უკრაინისთვის ასეთი ინიციატივა არაფერს ნიშავს და ინიციატივასაც ძნელად არქმევენ რადგან, მათთვის სამაგალითოა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები. არა მარტო უკრაინიელებმა არამედ მთელმა მსოფლიომ კარგად იცის, რას ნიშნავს რუსული პოლიტიკისთვის ასეთი "სეპარატისტული" სახელმწიფოების შექმნა. დარწმუნებული ვარ არც პუტინს არ სჯერა იმის რომ ეს მეთოდი ამჯერადაც გაუვა და მოლდოვეთის, საქართველოს და აზარბაიჯანისთვის შექმნილი სეპარატისტული "ზემოქმედების ბერკეტის" შექმნას უკრაინაშიც შესძლებს. პუტინის ეს ინიციატივა ისეთივე "სამშვიდობო" ხასიათისაა როგორც ე.წ. "ჰუმანიტარული კოლონა"იყო - საერთაშორისო საზოგადოების თვალში მშვიდობისმყოფელი და რელაურად კი საკუთარი გავლენის ბერკეტის შექმნა უკრაინაში. მისი დანიშნულება უკრაინაშიც იგივე იქნება რაც საქართველოში. მან კარგად იცის რომ უკრაინა არასოდეს შეურიგდება დონბასის რესპუბლიკის არსეობობას და მუდმივი, გაყინული კონფლიქტის რეჟიმში იქნება, თუ კი დაუშვებთ თეორიულად იმას რომ ამ შეთავაზებაზე უკრაინა დათანხმდება. ასეთი დაშვება კი გამოიწვევს იმას რომ თავისი პრობლემით, უკრაინას ისევე როგორც საქართველოს და მოლდოვეთს, არც NATO-ში მიიღებენ და არც ევრიკავშირში იქნებიან მოხარულნი მათი წევრობით. მართალი ეს პერსპექტივა დღევანდელი გადასახედიდან არც თუ ისე ახლოა მაგრამ აღმოსავლეთით სეპარატისტული, პრორუსული "რესპუბლიკის" გაჩენის შემთხვევაში, კიდევ უფრო გაურკვევლსა და შორეულს გახდის, ვიდრე დღეს არის.
პუტინს რომ ამ ინციატივის რელაურობისა თავადაც არ სჯერა, მეტყველებს ისიც რომ განცხადებაში ხაზგასმული იყო უკრაინის ახალი ხელისუფლების დადანაშაულება რეგიონებში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების საკითხში.
უბრალოდ მას უნდა ეთქვა რაღაც იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მთელი მსოფლიოს მაშტაბით კეთდება და ასევე პოროშენკოს საპასუხოდ, რომელმაც ევროპელ ლიდერებთან საკუთარი სამშვიდობო გეგმა წარადგინა.
პუტინის ეს განცხადება თუ ინიციტივა, კარგად ასახავს რუსული პოლიტიკის მენტალობას. მას არ აქვს საკუთარ არსენალში არაფერი გარდა ძალადობისა და სეპარატიზმისა. ის როგორც მიზიდულობის ცენტრი ვერ ჩამოყალიბდა და ამის მიზეზს საკუთარ თავში კი არა, სხვაში ეძებს. მტრის ხატებით საკუთარი უნიათობის გამართლება უფრო ადვილია და რუს ობივატელსაც ადვილად აჯერებს რომ მათ "დერჟავას" ებრძვიან!

Комментариев нет:
Отправить комментарий