მას შემდეგ რაც საქართველოში რუსეთის თემას ტაბუ მოეხსნა და გააქტიურდა მასთან დაძმობილების საკითხი, სულ ვფიქრობ რა არის ის მთავარი, რატომაც რუსეთთან მეგობრობას ასე ესწრაფვის ქართველი. ერის რომელიც, მეზობელი იმპერიისგან ამდენ ხანს იტანჯებოდა და ისეთ ზიანს იღებდა რომ დღეს, არანაირი ლოგიკის საფუძველზე არ უნდა ისწრაფვოდეს მასთან ახლო ურთიერთობისაკენ.
ისტორიულად ერები ყოველთვის ისწრაფვოდნენ კულტურული და პოლიტიკური ცენტრებისკენ,
რომელთაც შეეძლოთ მათთვის პროგრესი და განვითარება უზრუნველეყოთ. ასე იყო თითქმის ყველა იმპერიის შემთხვევაში და წარმოუდგენელია რომ ეხლა და თანაც აქ საქართველოში დაირღვეს ეს კანონზომიერება.
რას სთავაზობს რუსეთი მეზობელ, ყოფილ სბჭოთა ქვეყნებს ისეთს რომ ეს ერები სერიოზულად დაფიქრდნენ საკუთარ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე? პასუხი ამ კითხვაზე არც თუ ისე მარტივია და სავარაუდოდ არცთუ შორ ისტორიულ წიაღში მოიძებნება მისი მთავრი ქვაკუთხედი. პირველი და უმთავრესი ეს არის ენა. ენა რომელიც ყოფილი კომუნისტური იმპერიის ყველა შემადგენელ ეთნოსს მეტნაკლებად ესმის. მეორე ეს არის იმავე კომუნისტური იმპერიის მიერ ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემა, რომელიც დღესაც მოქმედია და მესამე, დღეს ისევ მოქმედებს ამავე კომუნისტური იმპერიის დროინდელი რკინის ფარდის ფაქტორი.
საბჭოთა კავშირის არსებობისას იმდენად დისტანცირდა მასში შემავალი რესპუბლიკები დანარაჩენი სამყაროსგან რომ გაუცხოების შეგრძნება, რომელიც შედეგად ჩამოყალიბდა და გამძაფრდა, დღეს კიდევ ახდენს გავლენას მასების აზროვნებაზე. ამას უნდა დავუმატოთ ის რელიგიური ფაქტორი რომელიც საბჭოთა საქრისტიანოსთვის რუსული მართმადიდებელი ეკლესიის ცენტრად აღიარებას გულსიხმობს და დღემდე, როგორც ჩანს მის ორბიტაზე რჩება. დანარჩენმა სამყარომ რელიგიას შეუზღუდა ის გავლენა, რომელიც თუნცად ერთი საუკუნის წინ ჰქონდა. რუსული პროპაგანდა, წარმატებით იყენებს რელიგიურ ფაქტორს და დასვლეთის ღირებულებათა სისტემაში მისი დაბალი რანგით აშინებს, თავისი იმპერიის ყოფილ მორჩილთ.
პოსტსაბჭოთა სივრცეში რელიგია და პოლიტიკა, ერთმანეთთან თანხვედრაში მოდიან - არც ეკლესიას სურს თავისი გავლენის დაკარგვა და არც რუსეთს საკუთარი გავლენის შემცირება, მისი იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე. ამავე დროს თვალსაჩინოა ის მორალური ჩამორჩენილობა რომელიც რუსული გავლენის სამყაროშია და ვერავითარ კონკურენციას ვერ უწევს, დასავლეთში არსებულ მორალურ თუ უბრალოდ, ყოველდღიურობაში გამოვლენილ ადამიანურობას. ამავე დროს ეს რელიგიური ინსტიტუტი, არ ცდილობს ტრანსფორმირდეს თანამედროვეობის შესაბამისად. თავისი არქაიზმით ნდობას ვერ იმსახურებს, საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც სცილდება ელემენტარულ სასკოლო განათლებას. მისთვის სასიკვდილოდ საშიში «კითხვის» დასმის ფაქტორი სულ უფრო ძლიერდება და სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება. რომელიც ინსპირირებულია ისევ სასულიერო პირების ქადაგებებითა და ყოველდღიური ქცევით.
პოსტსაბჭოთა სივრცეში რელიგია და პოლიტიკა, ერთმანეთთან თანხვედრაში მოდიან - არც ეკლესიას სურს თავისი გავლენის დაკარგვა და არც რუსეთს საკუთარი გავლენის შემცირება, მისი იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე. ამავე დროს თვალსაჩინოა ის მორალური ჩამორჩენილობა რომელიც რუსული გავლენის სამყაროშია და ვერავითარ კონკურენციას ვერ უწევს, დასავლეთში არსებულ მორალურ თუ უბრალოდ, ყოველდღიურობაში გამოვლენილ ადამიანურობას. ამავე დროს ეს რელიგიური ინსტიტუტი, არ ცდილობს ტრანსფორმირდეს თანამედროვეობის შესაბამისად. თავისი არქაიზმით ნდობას ვერ იმსახურებს, საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც სცილდება ელემენტარულ სასკოლო განათლებას. მისთვის სასიკვდილოდ საშიში «კითხვის» დასმის ფაქტორი სულ უფრო ძლიერდება და სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება. რომელიც ინსპირირებულია ისევ სასულიერო პირების ქადაგებებითა და ყოველდღიური ქცევით.
რუსული გავლენის პოლიტიკა, კიდევ ერთ სოციალურ მონსტრს ეფუძნება - ეს არის მისივე შექმნილი ორგანიზებული კრიმინალი ე.წ. «ქურდული სამყარო», რომელიც მიუხედავად სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბუნებრივი დაპირისპირებისა, საოცარ თანადგომას უცხადებს მას რუსული გავლენის ზრდის საკითხში და ყოველთვის ჩნდება იქ სადაც რუსულ გავლენას საფრთხე ექმნება. ეს ფენომენია რომელიც საბჭოთა სპეცსამსახურებმა ჯერ გადავსებული გულაგების გასაკონტროლებლად შექმნეს და შემდეგ უკვე გარეთ გამოუშვეს, ორგანიზებული დანაშაულის კონტროლისთვის. ამ ფენომენს შესაბამისი იდეოლოგია და იერარქიული სისტემა აქვს რომლის მეშვეობითაც რუსული სახელმწიფო ინსტიტუტები, გარკვეული ღირებულებების ტრანსლირებას ახდენენ. თუ კარგად დაუკვირდებით, მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეა ასეთი მნიშვნელოვანი და საზოგადოების მხრიდან « სენსიტიურ მოვლენად» აღქმული ციხის ბუნტები, რომელიც როგორც წესი წინ უძღვის დიდ პოლიტიკურ ცვლილებებს.
მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც რუსეთის ნებისმიერი ხელისუფლება უდიდეს ყურადღებას ანიჭებს ეს არის უხეში ძალა - შეიარაღებული ძალები. ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოსალხეობაში მყარად ფესვგადგმულია მოსაზრება რომ რუსული არმია და შეიარაღება, ერთერთი საუკეთესო და უძლეველია. როგორც წესი თავისი გავლენის ინსტრუმენტებიდან მესამეს, ფონად ყველა სხვა მეთოდის გამოყენების პარალელურად იყენებს.
რუსული სამეზობლო პოლიტიკა კი სამივე კომპონენტის თანხლებით, მიზანში ამოღებულ ქვეყნებში, ახორციელებს მმართველი ელიტის მოსყიდვას ან კომპრომეტირებას და მათი ძალაუფლების გარანტორი ხდება. ზემოთ აღნიშული სამივე კომპონენტი, ყოველგვარი სპეციალური ცოდნის გარეშე შეინიშნება და ჯერ არ არის ისეთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელიც რუსეთის ორბიტაზეა და ამ კომპონენტებს არ შეიცავს.
რუსეთმა ვერ შესძლო შეექმნა სისტემა რომელიც კონკურენციას გაუწევდა დასავლეთის მიერ ექსპორტირებულ ღირებულებებს თუ პოლიტიკურ სისტემას და იქნებოდა მისი საპირწონე. ვერცერთ კომპონენტში რუსეთი ვერ არის კონკურენტუნარიანი, ვერც მეცნიერებაში, ვერც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურობის უზრუნველყოფაში, ვერც მორალური მდგომარეობით და ვერც პოლიტიკური სისტემით, რომელიც გახდებოდა საფუძველი დასავლურ ღირებულებებზე უარის თქმისა. მოკლედ რუსეთი მიზიდულობის ცენტრი ვერ გახდა, თავის «ველიკო დერჟავული» მენტალობის გამო. ასევე არ აღიარებს რუსეთი იმას რომ საბჭოთა კავშირმა და კომუნიზმმა მისი (და სამაწუხეროდ არა მარტო მისი) ჩამორჩენილობა უფრო უზრინველყო დანარჩნი კაცობრიობისგან, ვიდრე განვითარება.
რაც შეეხება იმას რასაც რუსული კულტურის და კლასიკოსების შესახებ ამბობენ - მოდით შევთანხმდეთ რომ არ არსებობს ერი დედამიწის ზურგზე, რომელსაც თავის გენიოსი არ ჰყავდეს და ამ ერთეულებით მთელი ერის შეფასება, განსაკუთრებით პოლიტიკურ კონტექსტში, სრული აფსურდია. მით უმეტეს რომ მათი კლასიკოსები არაერთი შოვინისტური იდეის ავტორები ყოფილან ქართველებთან მიმართებაში.
მაშ რა რჩება, რა გვიბიძგებს რუსეთისკენ?
იქმნება შთაბეჭდილება რომ პრორუსული განწყობა, ზემოთ ჩამოთვლილი «ინსტრუმენტების» გავლენის ქვეშ მოქცეული საზოგადოების ნაწილის აქტივობაა და მეტი არაფერი. ხოლო ამჯერად ხელისუფლებაში მოსული ადამიანების ნაწილი კი სწორედ ამ «გავლენის ქვეშ მოქცეულთა» კატეგორიის ნაწილია.
დასკვნები თავად გამოიტანეთ……

Комментариев нет:
Отправить комментарий